ბოკერიამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ გარკევეული პირების მიმართ დევნა უკვე დიდიხანია დაიწყო.
"მინდა ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე ვთქვა, რომ ცალკეული პერსონების წინააღმდეგ დევნაში, ჩემი ჩათვლით, კი არ არის საქმე, საქმე არის იმ ატმოსფეროში და იმ კურსში, რაც აიღო ამ სამარცხვინო ლიდერმა, ივანიშვილმა და მისი კლოუნების ამ ბანდამ. მათ მიაჩნიათ, რომ საზოგადოების აღშფოთება მოხდება ცალკეული ოპოზიციური პარტიების ლიდერების წინააღმდეგ ამა თუ იმ ფორმით დევნით. ჩემამდეც დაწყებული იყო ეს დევნა და ბევრად უფრო აქტიური, ვიდრე ჩემთან არის. უგულავას, მელიას ბრალი აქვთ წაყენებული, ოქრუაშვილი ციხეშია, გავრილოვის ღამის დროს დაკავებულები ციხეში არიან, ეს სიტუაცია უკვე შექმნილია და ახალი არაფერია. ამიტომ გაგრძელდება იზოლაცია და წნეხი ივანიშვილზე და ამიტომ დაასრულებს ძალიან ცუდად, თუ არ მოეგება გონს, არა იმიტომ, რომ ცალკეული პერსონა, მე ან ვინმე არის დევნის ქვეშ, არამედ, საერთო ჯამში, საითაც მიჰყავს ქვეყანა და თან ძალიან ცდება, თუ ჰგონია, რომ ამ მეთოდებით, ამ აღშფოთებით ჩაახშობს. უბრალოდ ზიანს აყენებს დემოკრატიულ ტრადიციას და ამის შედეგად თვითონ დაისჯება ძალიან მწარედ. ქვეყანა მიჰყავს ცუდი და სარისკო გზით. სასამართლოში ვაპირებ მისვლას, რადგან ეს უფრო გამჭირვალეა, დროის თვალსაზრისით უფრო ხელსაყრელია" - აღნიშნა ბოკერიამ.
მასალის გამოყენების პირობები






