"ქართული ოცნების" ლიდერი გია ვოლსკი საკრებულოს დეპუტატის ერეკლე კუხიანიძის სკანდალურ სტატუსებზე კომენტარს აკეთებს და მედიას დეპუტატის მოსაზრების ინტერპრეტაციში ადანაშაულებს.
ვოლსკის თქმით, პარლამენტარზე განხორციელებულ ქიმიურ შეტევაზე ჟურნალისტებს კითხვები არ აქვთ და განსხვავებული პოზიციის ადამიანის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ.
„არც ერთ თქვენგანგანს დაგისვამთ კითხვა უნდა დატოვოს თუ არა მანდატი ადამიანმა, რომელმაც ქიმიური შეტევა განახორციელა კოლეგებზე. ადამიანს, რომელსაც განსახვავებული პოზიცია აქვს ამ საკითხზე მის გადადგომას ითხოვენ. რუსეთს ბოდიშს არ ვუხდით, ინტერპრეტაციას აკეთებთ თქვენ. იმ პერიოდს აღწერს, როდესაც ამერიკასა და ევროკავშირს სხვა გეგმები ჰქონდათ და დაბეჩავებული რუსეთისთვის არ უნდა მიგვეცა ერთადერთი იარაღის გამოყენების საშუალება, ამაზე საუბრობს. თქვენი ინტერპრეტაცია არის ის, რაც რუსეთს ყოველთვის აწყობდა. ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, ყველამ დავუშვით შეცდომები. ერეკლე კუხიანიძე ამ სტატიაში საუბრობს სტრატეგიული მიდგომების გარკვეულ მიმართულებებზე. რაღაც საკითხებია, რაზეც მეც არ ვეთანხმები“, - განაცხადა ვოლსკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






