პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციისა და ხელისუფლების გუშინდელ უშედეგო შეხვედრასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ შეთახმება, რომელსაც უნდა მიაღწიონ რამდენიმე მიზეზის გამო ვერ შედგა.
"შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. ამას აქვს რამდენიმე კონკრეტული მიზეზი, პირველ რიგში, მრავალმანდატიანი ოლქები ითვალისწინებს გეოგრაფიისა და მუნიციპალიტეტების იმდენად გაერთიანებას საარჩევნო ადმინისტრაციის საზღვრებში, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება მაჟორიტარმა წარმოადგინოს ის საზოგადოება, ვინც აირჩია. ამ და სხვა მიზეზების გამო შეთანხმება ვერ მოხერხდა არ მოდელზე. დიალოგი გრძელდება. მე ვფიქრობ, რომ არსებული მოდელის ფარგელებში არსებობს რესურსი, რომ ჩვენ კანონმდებლობაში გავაკეთოთ ისეთი ცვლილებები, რომელიც 2020 წლის არჩევნებს შერეული მოდელით, დემოკრატიულად და კონკურენტულად უზრუნველყოფს" - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მასალის გამოყენების პირობები






