სასტუმრო „ბილტმორთან“, სადაც საქართველო პრეზიდენტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონფერენციას ესწრება, მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტს სიმბოლურად კონსტიტუცია მოუტანეს, რათა კიდევ ერთხელ შეახსენონ უფლებები და მოვალეობები.
ისინი საქართველოს პრეზიდენტს „აღსაყდრების“ პირველ წელს ულოცავენ და ქვეყნისთვის გაკეთებულ საქმეებს ახსენებენ.
„გილოცავთ იუბილეს, პრეზიდენტობის ორი წელი არ მოგველოცოს“
ზურაბიშვილის პრეზიდენტობა არის ივანიშვილის კიდევ ერთი დანაშაული ქართველი ხალხის მიმრათ.
პრეზიდენტობის ,,საამაყო” ერთი წელი:
• მცოცავი ოკუპაცია გრძელდება- არც ერთი გადადგმული ქმედითი ნაბიჯი შესაჩერებლად;
• ინტერიერის გასაფორმებლას გაფლანგული 2 800 000 ლარი;
• შეწყალებული პედოფილი, პოლიციელის მკვლელი, ძებნილი ადამიანი;
• შეურაცხყოფა მიაყენა ჯარს, რომლის მთავარსარდალიც არის;
და მრავალი სხვა ,,საამაყო” საქციელი გადამგდები ივანიშვილის დასმული პრეზიდენტისგან“- აცხადებენ აქციის მონაწილეები.
მასალის გამოყენების პირობები






