მოძრაობა „ლელო“ მოითხოვს, რომ საკრებულოს დეპუტატმა ერეკლე კუხიანიძემ თანამდებობა დატოვოს
პოლიტიკა - 18:31, 15 Dec, 2019     942
მოძრაობა "ლელო" "ოცნების" დეუტატის, ერეკლე კუხიანიძის პოსტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და კატეგორიულად მოვითხოვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ და მისმა მმართველმა - ბიძინა ივანიშვილმა დაუყოვნებლივ თანამდებობა დაატოვებინოს დეპუტატს.


"ქართული ოცნების", საქართველოს მთავრობისა და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ვაჟა გაფრინდაშვილის დისკრედიტაცია და მისი ოჯახის შეურაცხყოფა მიუღებელი, ანტისახელმწიფოებრივი და ქვეყნისთვის ღირსების შემლახველი ქმედებაა.

ქართული ოცნების პარტიის წევრის, თბილისის საკრებულოს დეპუტატის -ერეკლე კუხიანიძის ამორალური განცხადება სხვა არაფერია, თუ არა ექიმის პროფესიული და პატრიოტული ნაბიჯის დისკრედიტაცია.

ხელისუფლება და მისი კონკრეტული წარმომადგენლები ვაჟა ექიმის ოჯახის წევრების პროვოკატორებად მონათვლის ხარჯზე ცდილობენ, გადაფარონ თავიანთი უუნარობა და შეგნებული უმოქმედობა!

თბილისის საკრებულოს დეპუტატის - ერეკლე კუხიანიძის განცხადება იმ პოზიციის ნათელი გამოვლინებაა, რაც საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას აქვს. ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია არ ეხება ერთ ადამიანს და ერთ ოჯახს, ეს საქართველოს თითოეული მოქალაქის შეურაცხყოფაა. ეს არის პირდაპირი იერიში ადამიანზე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე და სახელმწიფოზე.

ვაჟა ექიმის მიმართ დაწყებული სიცრუის ტირაჟირება ღირსების შემლახველია. უღირსი საქციელი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. კატეგორიულად მოვითხოვთ, საქართველოს ხელისუფლებამ და მისმა მმართველმა - ბიძინა ივანიშვილმა დაუყოვნებლივ მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და თანამდებობა დაატოვებინოს "ქართული ოცნების" პარტიის წევრს, თბილისის საკრებულოს დეპუტატ ერეკლე კუხიანიძეს, ასევე, საჯაროდ მოუხადოს ბოდიში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს და მის ოჯახს" - აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42