"ივანიშვილს ესაუბრონ და მოიტანონ პასუხები, იქამდე გაგრძელდება მათი იზოლაცია" - გიგა ბოკერია
პოლიტიკა - 18:21, 15 Dec, 2019     885

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრის მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ რომ მმართველმა პარტიამ საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანულ მოდელზე პოზიციის დასაფიქსირებლად მეტი დრო ითხოვა

„თვითონ ითხოვეს მეტი დრო, წვალობენ, არც ერთ კითხვაზე პასუხი არ აქვთ, შემოთავაზებებს ვერ გვეუბნებიან. როგორც ჩანს, ახლა უნდა წავიდნენ და ივანიშვილს ელაპარაკონ. ითხოვეს დრო -კიდევ სჭირდებათ დრო, რათა მოვიდეთ შემდეგ რაუნდზეო და, კი ბატონო, წაიღონ დრო, ტყუილად გონიათ მაგათ, რომ ჩვენ ვერ მოვითმენთ კიდევ ერთი კვირა. ეს გრძელი ბრძოლა იქნება, ჩვენ ეს ვიცით და რაც უფრო მეტს იწვალებენ, რაც დაიმსახურეს პოლიტიკურად, რაც უფრო მეტი წნეხის ქვეშ იქნებიან,რაც უფრო მეტად გაშიშვლდებიან, ქვეყნის გარეთ და შიგნით იზოლაციაში მოხვდებიან, მით უფრო ადვილი იქნება ამ ხელისუფლების ჩამოცილება ძალაუფლებიდან. თუ ამ გზით მიდიან. სანამ გონს არ მოეგებიან,მანამდე მათი ეს პოლიტიკური წვალება ამ ფორმატში გაგრძელდება. ახლა გერმანულ მოდელს ვიხილავთ, რაზეც ითხოვეს მეტი დრო იმიტომ, რომ ის კითხვები და ის პასუხები რაც თქვეს, უფრო სწორად, პასუხები არ ჰქონდათ, გააზრებულიც არ ჰქონდათ წესიერად, ეს ნიშნავს იმას,რომ ის კაცი, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს, ჯერ დაბნეულია,რთულ მდგომარეობაშია, პოლიტიკურ აგონიაშია. კი ბატონო, რადგან მეტი დრო ითხოვეს, ჰქონდეთ, შევხვდებით კიდევ ერთხელ და მოიტანონ თავისი პასუხი. ასეთი ხელისუფლების არსებობა არის ჩვენი ქვეყნის პრობლემა, მაგრამ ის, რა დღეშიც ამ ფორმატში არიან, არის მათი პრობლემა, უნდა იყოს კიდეც, სანამ გონს არ მოვლენ. რაც შეეხება რას ველოდებით, რა გვინდა, ჩვენ გვსურს, ეს დაძაბულობა განიმუხტოს ,რასაც სჭირდება მათი მხრიდან უკან წაღება იმ შეურაცხყოფის, რაც მიაყენეს საზოგადოებას, ამ კომპრომისზე დათანხმება, სჭირდება პოლიტიკური დევნისა და ძალადობის შეჩერება" - აცხადებს ბოკერია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42