"ქართული ოცნება" თანხმდება იმაზე, რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს" - გიორგი ვაშაძე
პოლიტიკა - 17:49, 15 Dec, 2019     962
ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დასრულდა.სხდომის დასრულებისას "ახალი საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
ვაშაძე აცხადებს, რომ ქართული ოცნება თანხმდება იმაზე, რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს ქვეყანაში.

"დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. პირველი, რასაც მივაღწიეთ არის ის, რომ ქართული ოცნება თანხმდება იმაზე, რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს ქვეყანაში - ეს არის მათი თანხმობაც.

მეორე, მათ ითხოვეს მეტი დრო, რომ საკუთარი პოზიციები წარმოადგინონ და სავარაუდოდ, მომავალ პარასკევს გვექნება მეორე შეხვედრა.

მესამე - სამწუხაროდ, ჩემს თვალწინ ვხედავ ადამიანებს, რომლებმაც ვერ დახაზეს მოდელი, როგორ შეინარჩუნონ ხელისუფლება. ერთადერთი, რაც ამ ადამიანებს აღელვებთ, არის ხელისუფლების შენარჩუნება და ძალიან კომიკურად გამოიყურებიან ხშირ შემთხვევაში არგუმენტების გარეშე დარჩენილები, იმიტომ, რომ, ის კი არ აწუხებთ ქვეყანაში რა ხდება, არც ის აწუხებთ ხალხს რა პრობლემები აქვს... დრო ითხოვეს იმისთვის, რომ ვერ მოხაზეს მოდელი, როცა თანხმდებიან დიპლომატების წნეხის ქვეშ, რომ უნდა შეიცვალოს საარჩევნო სისტემა ვერაფრით ხაზავენ მოდელს. არც ერთ მოდელში, როგორც ჩანს, ხელისუფლების შენარჩუნება არ გამოდის. მრავალ მანდატიან ოლქებთან დაკავშირებითაც ასევე ითხოვეს დამატებითი დრო.

წინა შეხვედრაზე ჩვენ შევჯერდით, რომ მათ უნდა ეთქვათ საკუთარი პოზიციები, მაგრამ მათი კონკრეტული პოზიციები ვერ მოვისმინეთ. ცუდ დღეში არიან, ვერ მოიგონეს მოდელი, რომლითაც ხელისუფლების შენარჩუნების შანსი ექნებათ. კი ბატონო, მივცემთ კიდევ პარასკევამდე დროს" - ამბობს ვაშაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42