წილოსანი აცხადებს, რომ რაიონში სიღარიბეს ყოველდღიურ რეჟიმში ხედავს და ებრძვის.
"დღეს ბატონი ალეკო ელისაშვილი ესტუმრა ჩოხტაურს. მთელი მისი ნარატივი იყო დეპუტატი მდიდარია და რაიონი ღარიბიო .
- ვერც ერთ შემთხვევას ვერ ასახელებს რაიონიდან რამე წამეღოს, პირიქით მიტანის უამრავი, მაგრამ ეს ხომ მას არ აინტერესებს
- არც მასავით ლაპარაკით გამდიდრებულა ჩემი ოჯახი. სხვები ქარხნებს ჯართად რომ ჭრიდნენ მამაჩემი თავისი ჯანმრთელობის ფასად ვაგონმშენებლობას ანვითარებდა და მთავრობების რეკეტს უმკლვადებოდა.
- რაიონი რომ ღარიბია ალეკო ელისაშვილმა ეხლა დაგუგლა, მე ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავ და ვებრძვი ამას. და ჩემი მუშაობა თუ უნდა შეაფასოს შეადაროს რა იყო რაიონში და რა არის ეხლა - სკოლები, ბაღები, გაზიფიცირება, გზები, რეაბილიტირებული ერისთავის სახლი, ახალი პროფსასწავლებლის მშენებლობა, ბავშვთა საფეხბურთო აკადემია , ლანჩხუთში 10 სოფლის წყალმომარაგება, დაკმაყოფილებული ეკომიგრანტები და ა.შ
შემიძლია მივაწოდო მართლა თუ აინტერესებს .
კომუნისტები მსგავსი ანტისიმდიდრის ნარატივს რომ ანვითარებდნენ და გააკულაკეს ხალხი, იმიტომ არის რომ დღემდე ვერ დავდექით ფეხზე!! მასე გააგრძელე ბატონო ალეკო შორს წახვალ და ზედ მიიყოლებ ვინც დაგიჯერებს" - წერს წილოსანი.
მასალის გამოყენების პირობები






