არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან ერეკლე კუხიანიძის "ფეისბუქ" პოსტზე კომეტარი გააკეთა და მისი განცხადებები შეაფასა.
თალაკვაძეს იმედი აქვს, რომ თბილისის საკრებულოს წევრი, "ოცნებიდან" განმარტებებს გააკეთებს და ახსნის, თუ რა იყო მისი განცხადებების საფუძველი.
“ვაჟა გაფრინდაშვილი უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს ამ უკანონო პატიმრობისგან. მისი ოჯახის წევრები აკეთებენ ყველაფერს და ეს ჩემგან დიდ პატივისცემას იმსახურებს, როდესაც ოჯახის წევრები ასეთ პრინციპულ პოზიციას აფიქსირებენ . ეს ოჯახის წევრების პოზიცია არ არის მხოლოდ მათი ოჯახის წევრის გათავისუფლებისთვის და ეს არ არის განცხადებები, რომ მხოლოდ თავისი ოჯახის წევრზე ზრუნავენ. ეს არის მთელი საზოგადოების რექცია, თუ ვინმეს ამაზე აქვს განსხვავებული რეაქცია, მე არ მივესალმები სხვა ინტერპრეტაციებს. ბატონი ერეკლე კუხიანიძის პოზიცია ვერ იქნება ხელისუფლების მითუმეტეს ჩემი და ჩემი მეგობრების პოზიცია. იმედი მაქვს, რომ ის გააკეთებს დამატებით განმარტებებს და გარკვეულწილად ახსნის, თუ რა იყო მისი ამ ემოციური განცხადებების საფუძველი რასაც მე არ მივესალმები”,- განაცხადა თალაკვაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






