სექსუალური შანტაჟის მსხვერპლი მოზარდები - უცნობი პირი არასრულწლოვან გოგონებს კამერის წინ გახდას აიძულებს
კრიმინალი - 22:32, 13 Dec, 2019     2855
ყალბი "ფეისბუქ" პროფილით უცნობი შანტაჟისტი მოზარდ გოგონებს კამერის წინ გახდას აიძულებს.


13 წლის ბავშვის დედა, რომლის შვილიც, შესაძლოა, ყალბ პროფილს ამოფარებული მამაკაცის მხრიდან, სექსუალური შანტაჟის მსხვერპლი ყოფილიყო, მშობლებს აფრთხილებს და მაქსიმალური ყურადღებისკენ მოუწოდებს.

გოგონას დედა ყვება, რომ "ფეისბუქზე" კონკრეტული სახელით და გვარით დარეგისტრირებული პირი თავდაპირველად მის 13 წლის შვილს ფეისბუქშეტყობინებებით პირად პრობლემებზე უყვებოდა, ნდობის მოპოვების შემდეგ კონკრეტული დავალებებიც მისცა. უცნობმა მცირეწლოვანს მაისურის გახდა კატეგორიულად მოსთხოვა.

სამოქალაქო აქტივისტი, ნანა ბერძენიშვილი აცხადებს, რომ პირი, რომელზეც არასრულწლოვნის დედა საუბრობს, სავარაუდოდ იდენტიფიცირებულია.

ნანა ბერძენიშვილი, რომელსაც ძირითადად ბულინგის და ინტერნეტძალადობის შესახებ მოზარდები და მშობლები უკავშირდებიან,აცხადებს, რომ კონკრეტული სახელით და გვარით დარეგისტრირებული პიროვნების სავარაუდო ფოტო მას მსგავსი შანტაჟის მსხვერპლმა ბავშვებმა მიაწოდეს. ბავშვების მტკიცებით, 22-24 წლის მამაკაცი, ძირითადად, 12-დან 16 წლამდე გოგონებს არჩევს, ინტენსიური კონტაქტის შემდეგ კი მათ ვიდეოთვალის ჩართვას და გახდას სთხოვს.

"ამბობენ, რომ ამ პროფილს ამოფარებული უცნობი ადამიანი, ეკონტაქტებოდა ან მათ, ან მათ მეგობრებს. მე მაქვს მისი ორი სურათი და ბავშვები, გაფრთხილების სახით უგზავნიან ერთმანეთს. როდესაც მე მათ ვკითხე თუ საიდან მოიპოვეს ეს სურათი ამბობენ, რომ რაღაც ეტაპზე ამ ადამიანს ხელი დაეჭირა კამერაზე და მოასწრეს ამ სურათის გადაღება" - ამბობს ბერძენიშვილი.

ის, რომ კონკრეტული სახელით და გვარით დარეგისტრირებული პირი მამაკაცია, ამას ის აუდიოჩანაწერიც ადასტურებს, რომელიც არასრულწლოვანმა ჩუმად ჩაწერა.

აღნიშნული მამაკაცის მხრიდან შანტაჟსა და სექსუალურ ზეწოლაზე საუბრობენ მოზარდები დერთ-ერთ დახურულ ჯგუფშიც.

ისინი ერთმანეთს აფრთხილებენ რომ მამაკაცი გოგოს ხმით, ვიდეოთვალით მათგან ძირითადად ვიზუალის ჩვენებას ითხოვს. მას შემდეგ, რაც სავარაუდო მოძალადე დარწმუნდება, რომ სამიზნე არასრულწოვანია, მათ სამოსის გახდას სთხოვს. არასრულწლოვნების კომენტარებიდან ირკვევა, რომ ხშირად მამაკაცი მათ შიშველი ფოტოების საიტზე განთავსებით ემუქრება.

ფეისბუქგვერდი, რომლითაც, სავარაუდოდ, 22-24 წლის მამაკაცი არასრულწლოვნებს აშანტაჟებდა, ამ დროისთვის გაუქმებულია, თუმცა არ არის გამორიცხული, იგივე პიროვნება სხვა მომხმარებლის სახელით და გვარით იყოს დარეგისტრირებული.

სამართალდამცველებმა შესაძლოა ამ საქმეზე კონკრეტული პირიც გამოკითხონ. ჯერჯერობით უცნობია, დაიწყებს თუ არა გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო.

წყარო: კურიერი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42