"სახელმწიფოს ჩართულობამ და საერთაშორისო ორგანიზაციების ამ ხმაურმა შედეგი არ მოგვცა" - ვაჟა გაფრინდაშვილი ოჯახი გახარიასთან შეხვედრას და საკოორდინაციო საბჭოს შექმნას ითხოვს
პოლიტიკა - 20:56, 13 Dec, 2019     1646
საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილი ოჯახი გიორგი გახარიასთან შეხვედრას და საკოორდინაციო საბჭოს შექმნას ითხოვს.


გაფრინდაშვილის მეუღლე, აცხადებს, რომ სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობამ შედეგი არ გამოიღო და ექიმი ისევ საპატიმროში დარჩა.

„ჩვენ, მთელ ოჯახი, კოლეგები და მეგობრები ყველანაირად ვცდილობთ, ვაკეთებთ მაქსიმუმს, მაგრამ როგორც ჩანს, სახელმწიფოს ჩართულობამ და საერთაშორისო ორგანიზაციების ამ ხმაურმა შედეგი არ მოგვცა. საჭიროა, შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია, რომელშიც უნდა შევიდნენ ჩვენი ოჯახის წევრებიც. პირველად ვითხოვთ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას, რათა მან დააკორექტიროს ყველაფერი, შეიყვანოს საკოორდინაციო საბჭოში უწყებები, რომელთაც ხელეწიფებათ ამ საკითხის გადაწყვეტა. როგორც ვხედავთ, ყველაფერმა მოგვცა ნული შედეგი. საერთაშორისო ორგანიზაციები, სახელმწიფო გვპირდებოდა, ასპროცენტიან გამოშვებას. როგორც ვხედავთ, ეს არ არის საკმარისი“, – განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.

ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ კვირას, 15 დეკემბერს, 11:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეკრება იგეგმება, ამის შემდგომ კი საოკუპაციო ხაზთან აქცია გაიმართება.

„თბილ ოთახში ლაპარაკმა შედეგი არ მოგვცა. ჩვენ, სამედიცინო საზოგადოება, ყველა ის ადამიანი, მიუხედავად პარტიული, რელიგიური და ეთნიკური კუთვნილებისა, რომელსაც გული შესტკივა, აწუხებს პატრიოტი ადამიანის ტყვეობაში ყოფნა, ვიკრიბებით კვირას რესპუბლიკის მოედანზე და გავდივართ საოკუპაციო ხაზთან, რათა ჩვენი მშვიდობიანი პროტესტის ძალა დავანახოთ, გამოვხატოთ სოლიდარობა. ყველას მოგიწოდებთ, კვირას, 11:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შევიკრიბოთ და მანქანებით წავიდეთ საოკუპაციო ხაზთან, თეთრი ხალათებით, მშვიდობიანად, ვაჩვენოთ, რომ ჩვენ არა ვართ მარტო. კიდევ ერთი, მინდა, მივულოცო საქართველოს ხვალინდელი დღე. ის, რომ ალფავიტის მიხედვით გავხდით ევროსაბჭოს თავმჯდომარე, ქვეყანა ძალიან საზეიმოა, მაგრამ საინტერესოა, ვის გვეზეიმება და ვის არა. ევროსაბჭომ და საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა დაამტკიცონ, დაიცვან ადამიანის უფლებები, პირველ რიგში ტყვე ექიმის უფლება“, – განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.

შეგახსენებთ, ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42