ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა გამგეობის ორწლიანი საქმიანობის ანგარიში წარადგინა
პოლიტიკა - 16:46, 13 Dec, 2019     523

ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ რაიონის მცხოვრებლებს, გამგეობის მიერ 2018-2019 წლებში შესრულებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. პრეზენტაციას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. თბილისის მერმა გამგებელსა და გამგეობის თანამშრომლებს გაწეული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, 2020 წლის გაზრდილი ბიუჯეტით დედაქალაქის ყველა რაიონში უფრო მეტი მასშტაბური პროექტი განხორციელდება. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა დედაქალაქში არსებული და წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების მოსაგვარებლად ძალისხმევას არ დაიშურებს.

„მნიშვნელოვანია, რომ 2020 წელს დედაქალაქის ბიუჯეტი მილიარდ სამასი მილიონი ლარი იქნება და ეს თანხები დედაქალაქის ათივე რაიონზე იქნება გადანაწილებული. შესაბამისად, მომავალ წელს უფრო მეტი პროექტის განხორციელების შესაძლებლობა გვექნება. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებები. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრი გვყავს სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახები, რომელთაც ჩვენი თანადგომა, მხარდაჭერა და ხელშეწყობა სჭირდებათ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ადამიანებს ზურგი გავუმაგროთ ჩვენი კონკრეტული გადაწყვეტილებებით. ქალაქში არსებობს არაერთი გამოწვევა, რომელიც ათეული წლის განმავლობაში გროვდებოდა, თუმცა ჩვენ ამ პრობლემების არ გვეშინია. პირიქით, უფრო მეტი შემართებით ვართ, რომ ღირსეულად გავუმკლავდეთ ამ სიძნელეებს, მოვაწესრიგოთ ინფრასტრუქტურა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი, განვახორციელოთ გამწვანების ახალი პროექტები. ვფიქრობ, თვალშისაცემია ქალაქში განხორციელებული პროექტები, თუმცა ეს არ არის საკმარისი. ჩვენ მეტის გაკეთების სურვილი გვაქვს. მთავარია ერთობა, რითაც მივაღწევთ შედეგს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ადგილობრივ მოსახლეობას, სამთავრობო და კერძო სექტორს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა, ხოლო დამსწრე საზოგადოებას ორი წლის განმავლობაში განხორციელებული ძირითადი პროექტები გააცნო.

„მნიშვნელოვანია, რომ რაიონის მოსახლეობა აქტიურად არის ჩართული პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდით. რაიონში კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს დაგეგმილი, რასაც 2020 წლის გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში განვახორციელებთ“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

მისივე განცხადებით, 2018-2019 წლებში ჩუღურეთის რაიონში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. კერძოდ, აშენდა 57 საყრდენი კედელი; 119 269 კვადრატულ მეტრზე მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა. მათ შორის, დაიგო და მოწესრიგდა 125 ქუჩა, 85 მისამართზე მოწესრიგდა შიდა ეზოები; 30 მისამართზე მოეწყო ქვაფენილი. გარდა ამისა, მოეწყო 10, ხოლო რეაბილიტირდა 78 სკვერი და დაირგო 261 ხე-მცენარე. ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, გამგეობამ მეუნარგიას N58-ში 11 ავტოფარეხის დემონტაჟი განახორციელა, რის შემდეგაც არსებული სკვერი გაფართოვდა.

ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, ჩუღურეთის რაიონის ტერიტორიაზე მოეწყო და რეაბილიტირდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 42 სპორტული მოედანი.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ორი წლის განმავლობაში, 298 პროექტი განახორციელა. მათ შორის, კაპიტალურად გამაგრდა 42 ავარიული საცხოვრებელი სახლი, 70 მისამართზე შეიცვალა დაზიანებული სახურავი, წყალარინების ქსელი რეაბილიტირდა 55 მისამართზე, ხოლო 27 მისამართზე შეკეთდა საერთო სარგებლობის კიბე.

აღსანიშნავია, რომ შეიქმნა 1501 ამხანაგობა და 121 ოჯახს დაუკანონდა საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა.

მოსახლეობის ჩართულობით, რაიონში 26 სპორტულ-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა.

ორი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტებისთვის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან ჯამში 26 309 865 ლარი დაიხარჯა.

რაიონის გამგებლის საქმიანობის ორწლიანი ანგარიშის პრეზენტაციას მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის მთავრობის წევრები, საკრებულოს წარმომადგენლები და დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42