"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით მზად არის პოლიტიკურ პარტიებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად კონსულტაციებში ჩაერთოს.
"ჩვენ ვთვლით, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად მართლმსაჯულების მნიშვნელოვანი და ძირფესვიანი რეფორმაა საჭირო. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვეთანხმებით პოზიციას:
1.შეჩერდეს მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესი
2.განხორციელდეს იუსტიცის საბჭოსა და მოსამართლეთა შერჩევის წესის რეფორმა
3.ყველა მოსამართლეს, რომლის მიუკერძოებლობისა და კვალიფიკაციის მიმართ კითხვის ნიშნები არსებობს, შეუწყდეს უფლებამოსილება
4.სასამართლო დაკომპლექტდეს ახალი კვალიფიციური და დამოუკიდებელი მოსამართლეებით. მათ შორის ჩვენი ხედვაა, ავტორიტეტული უცხოელი მოსამართლეების პალატის შექმნა
მიგვაჩნია, რომ აუცილებელია პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები ერთად ჩამოვყალიბდეთ რა სამართლებრივი გზებით შეიძლება ზემოთ აღნიშნული მიზნის მიღწევა. სწორედ ამიტომ, მზად ვართ ჩავერთოთ სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებულ კონსულტაციებში" - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები






