თიბისის და თბილისის საკრებულოს ინიციატივით, ვარკეთილში 1 300 მარადმწვანე ხე დაირგა
პოლიტიკა - 15:38, 13 Dec, 2019     576

თიბისის და თბილისის საკრებულოს ინიციატივით, ვარკეთილში 1 300 კედრის მარადმწვანე ხე დაირგა.

თიბისის მიერ ქალაქისთვის შეძენილი ხეებით თაყაიშვილისა და ალექსიძის ქუჩების 2 კმ-იანი მონაკვეთი გამწვანდება. გამწვანების აქცია დღეს გაიმართა და მასში მონაწილეობა თბილისის მერმა - კახა კალაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ - გიორგი ტყემალაძემ, თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა- ვახტანგ ბუცხრიკიძემ და საკრებულოს წევრებმა მიიღეს.

1 300 ხის დარგვა ერთადერთი ინიციატივა არ არის, რომელსაც თიბისი მწვანე საფარის გაშენების მიმართულებით ახორციელებს. ბანკის ინიციატივით, ბორჯომში 2017 წელს გაჩენილი ხანძრის შედეგად გადამწვარი ტყის აღსადგენად, 17 500 კავკასიური ფიჭვი დაირგო. შედეგად, ბორჯომის ტყის დაზიანებული საფარის 10 ჰექტარი აღდგება.

გარდა ამისა, თიბისის მიზანია კომპანიის აქტივობები ეკომეგობრული გახადოს და შეამციროს გარემოზე ნეგატიური ზემოქმედება. ამ მიზნის მისაღწევად, ბანკში უკვე არაერთი ინიციატივა ხორციელდება.

დაიწყო თიბისის ავტოპარკის ეტაპობრივად ეკო მანქანებით ჩანაცვლება. ამჟამად ავტოპარკი 59 ჰიბრიდულ და 14 ელექტრო-მანქანას აერთიანებს. ინიციატივის ფარგლებში, თიბისიმ საგრძნლობლად შეამცირა საწვავის მოხმარება.

თიბისის ახალი სათავო ოფისი, რომლის მშენებლობა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე მიმდინარეობს, 80/20 კონცეფციას ეფუძნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ტერიტორიის მხოლოდ 20%-ზე განხორციელდება მშენებლობა, 80% -კი გამწვანებასა და რეკრეაციული ზონების მოწყობას დაეთმობა;

თიბისიში უკვე დაიწყო ნარჩენების დახარისხება, პლასტმასის ჭიქების ქაღალდის ჭიქებით ჩანაცვლება, მაკულატურის გადამუშავებით წიგნების დამზადება. კომპანია ხელს უწყობს თანამშრომლების ცნობიერების ამაღლებასაც;

ბანკი ზრუნავს გარემოზე არა მხოლოდ პირდაპირი ნეგატიური გავლენის შემცირების მიმართულებით, არამედ - ირიბისაც, რაც მომხმარებლების გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვას და მათი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას გულისხმობს.

თიბისი მომავალშიც გეგმავს გარემოსდაცვითი მიმართულებით სხვადასხვა ინიციატივისა და პროექტის განხორციელებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42