თამარ ჩუგოშვილი "ქართულ ოცნებაზე": ნუ ჩაატარებენ არჩევნებს მოსყივით და დაშინებით და კრიზისი წინ არ დახვდებათ
პოლიტიკა - 14:40, 13 Dec, 2019     888
"ჩემთვის ამ გადმოსახედიდან ყველაფერი უკვე გასაგებია, რა და რატომ მოხდა"- აცხადებს "ქართული ოცნებიდან" და საპატრლამენტო უმრავლესობიდან წამოსული თამარ ჩუგოშვილი მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებულ ახალ საარჩევნო ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც, უმრავლესობას ძალაუფლების შენარჩუნების სურვილი 2024 წელსაც გაუჩნდა.

საუბარია მამუკა მდინარაძის მიერ გაჟღერებულ განცხადებაზე, რომ ნებისმიერი რიგგარეშე არჩევნები 2024 წლამდე უნდა ჩატარდეს ძველი სისტემით.

"იმ შედეგებიდან, რაც მივიღეთ ჩანს ყველაფერი. 2020 წლისთვის "ქართულ ოცნებას" აქვს შერეული, მისთვის ძალიან ხელსაყრელი საარჩევნო სისტემა. მაშინ, როცა არჩევნების მეორე დღიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ძალაში უნდა შესულიყო, ახლა თუკი "ქართულ ოცნებას" გაუჩნდა სურვილი, რომ პლუს ოთხი წელი დაემატოს ამას და 2024 წლამდე ცვლილება არ შევიდეს ძალაში და ვეჭვობ გზაში კიდევ გაჩნდება მოსაზრებები, რომ ცვლილება არასდროს არ უნდა შევიდეს ძალაში. ეს პროცესები ისე მიდის, რომ იკარგება ის ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რომელსაც ჩვენ ერთად მივაღწიეთ 2017 წელს საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერით"- აცხადებს ჩუგოშვილი.

მისი თქმით, ქვეყანაში კრიზისს უსამართლობა იწვევს.

"თუ ხელისუფლება წავა საზოგადოებასა და ოპოზიციასთან გარკვეულ დათმობებზე, ასეთ შემთხვევაში კრიზისს არაფერი გამოიწვევს. არჩევნები შედგება ორი კომპონენტისგან - რეალურად რა მხარდაჭერა გაქვს საზოგადოებაში იმის პროპორციული ძალაუფლება უნდა გქონდეს. არ შეიძლება შენს უკან იდგეს სამი კაცი და ამბობდე რომ 3 000 დგას. არ შეიძლება 30-40 % გქონდეს მხარდაჭერა და ამბობდე რომ არ გაინტერესებს დანარჩენი 60% სად და ვისთან არის, რა უნდა და ასე მართავდე ქვეყანას. პროპორცია უნდა იყოს და სამართლიანად უნდა იყოს ეს მანდატები და სკამები გადანაწილებული პარლამენტში.

მეორე კომპონენტი არჩევნების არის ის რომ არჩევნები დარღვევებით არ უნდა ჩაატარო. ფორმებზე მაქ საუბარი - მოსყიდვა, ადმინისტრაციული გამოყენება, დაშინება, ეს არ უნდა იყოს გამოყენებული. კრიზისი არის გამოწვეული ერთ შემთხვევაში - თუ ერთი პარტია არაადეკვატურად დიდ ძალაუფლებას ჩაიგდებს ხელში. ამას გააკეთებს უსამართლო სისტემის პირობებში. ამას ნუ გააკეთებს "ოცნება" და არანაირი კრიზისი წინ არ დახვდება" - თქვა ჩუგოშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42