“საქართველოს ხელისუფლება მიიღებს ძალიან მკაცრ გზავნილებს აშშ-ს სენატიდან” - ოპოზიციის შეხვედრები ვაშინგტონში
პოლიტიკა - 13:24, 13 Dec, 2019     852
ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრში საქართველოს ოპოციზიური პარტიის ლიდერებს შეხვდნენ. მათ ცენტრის წარმომადგენლობას მიაწოდეს ის ბოლო ინფორმაცია, რაც თბილისში ხდება.

"გადავეცით დეტალური ინფორმაცია იმაზე, რაც ხდება ბოლო დღეებში. მათ შორის გიგი უგულავას წინააღმდეგ საქმის აღძვრა, ნიკა მელიასთვის მანდატის ჩამორთმევა და მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში ბიძინა ივანიშვილი პირადად და საქართველოს ხელისუფლება მიიღებს ძალიან მკაცრ გზავნილებს აშშ-ს სენატიდან. ქართველი ხალხის თავდადება დემოკრატიისთვის იწვევს ჩვენს ამერიკელ პარტნიორებში სრულ აღტაცებას, მაგრამ მეორე მხრივ ყველასთვის ნათელია რომ დღეს ხალხის მთავარი გამოწვევა ივანიშვილი და მისი რეჟიმია" ,- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია კი მიიჩნევს, რომ ბოლო დროს განვითარბეული მოვლენები, მათ შორის მოსამართლეების უვადო დანიშვნის შესახებ, კიდევ ერთხელ ცხადყოფს საქართველოში არსებულ არაჯანსაღ ვითარებას.

"ეს ზეწოლა იქნება, რადგან ამერიკას კარგად ესმის, რომ დღეს ქართული საზოგადოება იბრძვის დემოკრატიისთვის და ამ საკითხში ამერიკა ყოველთვის საქართველოს მოკავშირე იყო. რაც მოხდა მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად კლანი და ივანიშვილის პირადი ადვოკატი გაიყვანეს მოსამართლედ, ეს ჩვენი ქვეყნისთვისაა დიდი დარტყმა და ასევე ეს იყო სილა ამერიკელებისთვის. ამას აუცილებლად მოყვება რეაქცია, რადგან ძალიან დიდი რესურსია ამერიკის მხრიდან კონკრეტულად სასამართლოს რეფორმაში ჩადებული",-აცხადებს ელენე ხოშტარია.

აშშ-ს დედაქალაქში გამართული შევხედრების შემდეგ ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ამერიკის მხრიდან შესაბამისი რეაგირება იქნება და ივანიშვილს საზოგადოების ხმას გააგონებს.

"არ არსებობს ორგანიზაცია, სადაც არ გამოთქვამენ ძალიან მძიმე შეშფითებას მიმდინარე მოვლენებზე. რადგან პრაქტიკულად ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს გააუქმოს არჩევნები",-აცხადებს ხატია დეკანოიძე.

წყარო: formulanews.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42