უზენაესი სასამართლოს ახლადარჩეულმა უვადო მოსამართლემ გიორგი მიქაუტაძემ კრიტიკოსებს მადლობა გადაუხადა.
მისი თქმით, სასამართლო სისტემაში არავითარი კლანი არ არსებობს.
"ყველაფერს ვიღონებ იმისთვის, რომ მაღალი ნდობა გავამართლო და კეთილსინდისიერად ვემსახურო ჩემს ქვეყანას, როგორც დღემდე ვაკეთებდი. მადლობა ასევე მათ, ვინც გვაკრიტიკებდა, ჩემთვის ერთგვარი სტიმულია და გვაიძულებს, რომ მხნედ ვიყოთ და კარგად ვაკეთოთ საქმე, თუმცა ზღვარგადასული ყველაფერი მიუღებელია. არ არსებობს არავითარი კლანი სასამართლო სისტემაში, სასამართლო სისტემაზე ზრუნავს გუნდი, რომელიც ზრუნავს სასამართლოს დამოუკიდებლობაზე და განვითარებაზე. გამოხატვის თავისუფლება დაცულია, ყველას აქვს უფლება გამოთქვას მოსაზრება, თუმცა ეს მოსაზრებები მოკლებულია ფაქტებს და არგუმენტებს და კომენტარს ვერ გავაკეთებ," - აღნიშნა მიქაუტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






