ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტას პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უალტერნატივო გადაწყვეტილებად აფასებს.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებისთვის საფუძველი არსებობდა და დეპუტატებმაც ამით იხელმძღვანელეს.
„ეს იყო უალტერნატივო გადაწყვეტილება სხვადასხვა გარემოების გათვალისწინებით. მათ შორის, დადგენილია კონსტიტუციით და რეგლამენტით კონკრეტული პროცედურა, რომლის საფუძველზეც დეპუტატს უწყდება უფლებამოსილება და პარლამენტმა ზედმიწევნით, ამ პროცედურის შესაბამისად იმოქმედა. გარდა ამისა, თქვენ იცით, რომ საკმაოდ მძიმეა თავისი შინაარსით ის ბრალდება, რომლის მიხედვითაც ნიკანორ მელიას შეეფარდა შესაბამისი სასჯელი. აქედან გამომდინარე, ყველანაირი საფუძველი ფორმალური და მატერიალური საფუძველი არსებობდა იმისათვის, რომ ნიკანორ მელიას შეწყვეტოდა სადეპუტატო უფლებამოსილება და ბუნებრივია, პარლამენტმა ამ ლოგიკით იხელმძღვანელა" - აღნიშნა კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






