"ვერ ეღირსება ივანიშვილი! არ ვაპირებ მოვასვენო "ოცნება", ისეთივე აქტიური და ენთუზიაზმით აღსავსე ვიქნები" - მელიას პირველი კომენტარი
პოლიტიკა - 17:17, 12 Dec, 2019     992
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და "გაერთიანებული ოპოზიციის" ლიდერი ნიკა მელია "ქართული ოცნების" დეპუტატების მხრიდან მისთვის დეპუტატის მანდატის ჩამორთმევაზე პირველ კომენტარს აკეთებს.

მელია აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს ტყუილად აქვს იმის ილუზია, რომ ამ გზით გააჩერებს.

"არ ვაპირებ მოვასვენო "ქართული ოცნება" ისეთივე აქტიური და ენთუზიაზმით აღსავსე ვიქნები როგორიც ვიყავი"- უთხრა ივანიშვილს მელიამ ღია ეთერიდან.

რაც შეეხება 7 წლის წინ დაწყებულ გამოძიებას, რომელითაც უმრავლესობის დეპუტატები ხელმძღვანელობენ, მელია აღნიშნავს, რომ ბრალდება, ისევე როგორც განაჩენი პოლიტიკური ხასიათისაა საქმე კი თაროდან სპეციალურად სადებუტატო მანდატის ჩამოსართმევად ჩამოიღეს:

"მას შემდეგ, რაც 20 ივნისს ბიძინა ივანიშვილმა მისი ზრახვების სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო და ვერ დამაპატიმრა დღეს არაფერი მოულოდნელი არ მომხდარა. მაშინ ივანიშვილს ჩანაფიქრში ხელი ჩემმა დეპუტატობამ და იმუნიტეტმა შეუშალა. ახლა უსაფუძვლო, აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი საქმით, რომელიც 7 წლის წინ აღიძრა შემიწყვიტეს უფლება-მოსილება.

ეს მაშინ, როცა საქმეზე 36 ადამნიანს გაუკეთეს ე.წ. განრიდება, წლების წინ ყველა მათგანის მიმართ შეწყდა სისხლისამართლებრივი დევნა და მხოლოდ მე, თაროზე მტვერდადებული საქმის სახით გამასამართლეს.

ახლა, როცა გაუჭუირდა ბიძინა ივანიშვილს, სასამართლომ წარმოუდგენელი ჯარიმა დამაკისრა და ამის საფუძველზე დღეს დეპუტატის უფლება-მოისილება შემიწყვიტეს.

ეს ან ჩემთვის ან "ქართული ოცნებისთვის" რას ცვლის. არ ვაპირებ მოვასვენო "ქართული ოცნება" ისეთივე აქტიური და ენთუზიაზმით აღსავსე ვიქნები როგორიც ვიყავი"- განაცხადა ნიკა მალიამ.

მისი შეფასებით, "ოცნება " ყველაფერთან ერთად დღეს კიდევ ერთი დიდი შეცდომა დაუშვა.

"დეპუტატებს არანაირი საფუძველი არ გააჩნდათ ჩემთვის უფლება-მოსილება ჩამოერთვათ. მათ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მატერიალური სახითაც კი არ უჭირავთ ხელთ, არ დაელოდნენ არცერთ შემდგომ სასამართლო ინსტანციას. ძალიან ეჩქარებათ, რადგან დღეს არის უკანასკნელი სასესიო სხდომა.

ჩემი სადებუტატო მანდატის შეწყვეტა მნიშვვნელოვანი არ არის. საგანგაშო ის არის რომ ივანიშვილმა ეს ქვეყანა უფსკრულისკენ წაიყვანა და ე.წ. კლანის წევრი მოსამართლეების დამტკიცებაც ამის ნიშანია. მე სამთავრობი პრივილეგიებისთვის ნამდვილად არ ვიბრძვი"- განმარტა მელიამ.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა იმ 88 დეპუტატის გადაწყვეტილების შეფასებისას თქვა, რომ ამ ადამიანებმა ივანიშვილის ბრძანება შეასრულეს.

"88 დეპუტატი რომ შეაჯამო და გადაადნო ერთი კვალიფიციური დეპუტატი არ გამოვა, ისინი ფულის შიოვნის გამო ივანიშვილს ემსახურებიან. დღეს დაჩი ბერაიები და მურუსიძე-ჩინჩალაძეები მართავენ ქვეყანას"- თქვა მალიამ.

ენმ-ს ლიდერის განცხადებით, ოპოზიცია ეროვნული სულისკვეთების გარშემოა გაერთიანებული, რაც საბოლოო გამარჯვებამდე მივა და ივანიშვილი ამ ბრძოლაში აუცილებლად დამარცხდება.

"ჩვენ გაერთიანებულები ვართ, ეროვნული სულისკვრეთებით გაჟღენთილი, ივანიშვილს კი მერკანტილური ინტერესები ამოძრავებს"- თქვა მელიამ და მისი დაკავებაც არ გამორიცხა.

"ივანიშვილს ბევრი რამ უნდა - არაფერია გამორიცხული. სადაც უგულავასთან დაკავშირებით საარაკო თავხედობა იკადრეს, მიუქსიეს ზონდერები, ძიუდოისტები და მერე ადამიანს აქით წაუყენეს ბრალი. ასეთი თავხედი ოლიგარქი რედესაც გყავს, ბუნებრივია, არაფერი უნდა განოვრიცხო.

დიახ, ივანიშვილისთვის სერიოზული პრობლემაა ყოველი დამატებითი პატიმარი და თუ მე და ჩემი მეგობრები ამ თვალსაზრისითაც შევუქმნით პრობლემებს, დაე, ვიყოთ პატიმრები. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პატიმრები ბევრად თავისუფლები არიან, ვიდრე ივანიშვილის საქართველოში... ხაზგასმით ვამბობ, იგივეს გავაკეთებ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ რასაც 2014 წლიდან ვაკეთებდი, ვერ ეღირსება ჩემს გაჩერებას!"- განაცხადა ნიკა მალიამ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42