ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი შეეცდებიან, ხელი შეუშალონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კენჭისყრის პროცესს.
„ვნახოთ, დღეს რა გეგმა აქვთ. ჩვენ გვახსოვს რამდენიმე კვირის წინ, როგორ შეაპარეს საკუთარი დეპუტატები, ხალხის პროტესტი რომ არ გაეგოთ. ვნახოთ, დღეს რას იზამენ. მე თუ მკითხავთ, ასე გვირაბებით და დილაუთენია დეპუტატების შეყვანა უფრო დამამცირებელია, ვიდრე ის, რომ გამოიარო ხალხში და მათი პროტესტი გაიგონო. დღეს ეს ხელისუფლება გაკოტრებულია მორალურად. მნიშვნელოვანი დღეა, რადგან დღეს ივანიშვილმა უმრავლესობას უნდა დაამტკიცებინოს მოსამართლეების სია, რომელიც თვითონ ჩამოწერა, ასევე უნდა იმსჯელოს ნიკა მელიას უფლებამოსილების შეწყვეტაზე, ვნახოთ ვინ დაიბნევს დღეს კიდევ ერთხელ კომკავშირის სამკერდე ნიშანს“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






