პარლამენტთან, სადაც ოპოზიციის ლიდერები და აქტივისტები, შენობის პიკეტირებას გეგმავენ, სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს. საკანონმდებლო ორანოსთან ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მაშინ მოხდა, როდესაც მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა გადაწყვიტეს. პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.
როგორც საპატრულო პოლიციის უფრომა ვაჟა სირაძემ აღნიშნა, სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი ადმინისტრაციული კანონდარღვევის საფუძველზე დააკავეს. მისივე განმარტებით, მოქალაქეები პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილნენ.
"აქციის მონაწილეები როდესაც იდგენ ტროტუარზე და არ ახდენდნენ გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას, არ ვუშლიდით პიკეტირებას. მაგრამ გარკვეულმა პირებმა სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადეს. ამან შექმნა გზაზე გადაადგილების პრობლემა. ამის მერე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ისინი დაგვეკავა. ავტომობილების გადაადგილებას შეექმნა პრობლემა. აქ არის პარლამენტი, სადაც უნდა შევიდნენ დეპუტატები. მოვუწოდებთ აქციის ყველა მონაწილეს, რომ ნუ მოახდინენ ბლოკირებას და მისცენ დეპუტატებს შენობაში შესვლის საშუალება", - განაცხადა სირაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






