„რადგად პრეზიდენტიც და პარლამენტის თავმჯდომარეც ბატონი ბიძინას აღსაყდრებულია, ჩავანაცვლოთ სალომე არჩილით!“ - „20/30 იანელების“ საგანგებო მოწოდება
პოლიტიკა - 22:06, 11 Dec, 2019     784

„20/30 იანელები“ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან დაკავშირებით საგანგებო მოწოდებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„20/30 იანელების საგანგებო მოწოდება.

თუ დავაკვირდებით, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, პრეზიდენტობის შემდგომ ქცევას, დაკვირვებული თვალისთვის ნათელი და ცალსახა გახდება ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი არაადეკვატურია და ის ვერ ასრულებს საკუთარ მოვალეობას. უფრო მეტიც, ის ყოველდღიურად ლაფში სვრის ბატონი ბიძინა ივანიშვილის სახელს, რომლის დაჟინებული მონდომებით იქნა არჩეული ქალბატონი სალომე, ქვეყნის პრეზიდენტად.

ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ცნობილია, თუ რამდენი გარჯა დასჭირდა და რამდენი კრიტიკის ატანა მოუწია ბატონ ბიძინას, რათა დამოუკიდებლობის მიღებიდან სამი ათწლეულის შემდეგ პირველად სრულიად დამოუკიდებელი და ზეპარტიული პრეზიდენტი აგვერჩია.

არაფერს ვამბობთ იმ უზარმაზარ ფინანსურ დანახარჯზე, რომელიც ქველმოქმედმა გასწია, იმისთვის, რომ ქვეყანას ნამდვილი ევროპელი პრეზიდენტი ჰყოლოდა.

შეგახსენებთ, რომ ბატონმა ბიძინამ ეს გააკეთა სრულიად უანგაროდ, ქვეყნის სიყვარულით. მისთვის თავიდანვე იყო ცნობილი, რომ ქალბატონი სალომე არ მიეკუთვნებოდა და არ განიცდიდა არც ერთი პარტიის (მათ შორის არც „ქართული ოცნების") გავლენას. ეს იმთავითვე იყო ცხადი, როცა ქალბატონმა სალომემ, პენსიის გარდა, ყოველგვარ შრომის ანაზღაურებაზე თქვა უარი.

თუმცა, არჩევის მერე, პრეზიდენტი თითქოს გაგიჟდა, გაგვიფუჭა ურთიერთობა მეზობელ სახელმწიფოსთან, რის გამოც, ქართველ მორწმუნეებს აეკრძალათ დავით გარეჯის მონასტერში ლოცვა, შეიწყალა მკვლელები და ძებნაში მყოფი კრიმინალები.

ამას გარდა, ქალბატონი პრეზიდენტი, ყოველდღიურად არცხვენს ბიძინა ივანიშვილს, თავისი არაადეკვატური ქცევებით, რომელიც ხან რუსეთიდან მილიონობით ლარის ღირებულების ძველმოდური ავეჯის შეძენაში, ხოლო ხან მედიის, ან საერთოდაც ქართული ჯარის შეურაცხყოფაში გამოიხატება.

შეგახსენებთ, ქალბატონი სალომე სულ ერთი წელია რაც პრეზიდენტად აირჩია ქართველმა ხალხმა (როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ბატონი ბიძინას რჩევით და მეცადინეობით) და მან უკვე მოასწრო, ამდენ უაზრო სკანდალში გაეხვია საკუთარი თავი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბატონი ბიძინა.

ქალბატონ სალომეს წინ კიდევ პრეზიდენტობის 5 წელი აქვს დარჩენილი და ალბათ ყველა ნორმალური ადამიანისთვის გასაგებია, თუ რა შეიძლება ჩაიდინოს კიდევ მან ამ ვადაში.

ასე გაგრძელება დაუშვებელია.

ჩვენ 20/30 -იანელები ვთვლით, რომ ქალბატონი სალომე, გაპრეზიდენტებამდე ასეთი არ იყო, ამიტომ, ბატონი ბიძინასთვის შეუძლებელი იქნებოდა იმის პროგნოზირება, რომ პრეზიდენტის ტახტი მას ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანდა.

თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ პრეზიდენტების შერჩევა ბიძინა ივანიშვილის ძლიერი მხარე არ არის და როგორც გულწრფელი და ღია ადამიანი, ბატონი ბიძინა ამას თვითონაც აღიარებს.

სამაგიეროდ, ბატონი ბიძინა შესანიშნავად არჩევს პარლამენტის თავმჯდომარეებს (იხ. მოქმედი და წინა პარლამენტის თავმჯდომარეები), რომელთა ნაბოძები კონსტიტუციის (მუხლი 51) შესაბამისადაც პრეზიდენტის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს პარლამენტის თავმჯდომარე.

რადგანაც ორივე, პრეზიდენტიც და პარლამეტის თავმჯდომარეც, ბატონი ბიძინას შერჩეული და აღსაყდრებულია და სამწუხაროდ, პრეზიდენტი ვერ ასრულებს თავის მოვალეობებს. პირიქით, ჩირქს სცხებს ბატონი ბიძინას სახელს, ჩვენ, 20/30-იანელები მოვითხოვთ უარესის, უკეთესით ჩანაცვლებას.

მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი მოწოდება ასეთია:

ჩავანაცვლოთ სალომე არჩილით!“ - ნათქვამია მიმართვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42