"ჩვენი პოლიტიკური გუნდი ახალგაზრდების ამ ინიციატივას სიამოვნებით შეუერთდა და შეიძლება ითქვას, დღეის მდგომარეობით თავისი მასშტაბებით გასცდა ახალგაზრდული ორგანიზაციის ფარგლებს და მთელი პოლიტიკური გუნდის, ყველა იმ ადამიანის საზეიმო ღონისძიებად იქცა, ვისთვისაც საქართველოს ევროპული მომავალი ღირებული და მნიშვნელოვანია.
ამ დღესთან დაკავშირებით ყველა რეგიონიდან ვიწვევთ ჩვენს მხარდამჭერებს, ქართული ოცნების კურსის და საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერებს, საორგანიზაციო ჯგუფი უზრუნველყოფს ღონისძიებაზე დასწრების მსურველთა ტრანსპორტირებას ყველა რეგიონიდან, მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერებს, რეგიონში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩემს თბილისელებს, მობრძანდით, ოჯახებთან, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად, რათა ერთად დავუჭიროთ მხარი საქართველოს გზას ევროპისკენ" - განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება ინფორმაციას, რომ სჯარო მოხელეებს აქციაზე წამოსვლას აიძულებენ, თბილისის მერმა თქვა, რომ მედია ტყუის და შეცდომაში შეჰყავს მოსახლეობა.
"ამბობენ, თითქოს შაბათ დღეს იმ ღონისძიებაზე ჩამოსვლა, რომელსაც აწყობს ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია, დარღვევა და დანაშაულია. არანაირი კანონდარღვევა არ არის, თავისუფლად, ყოველგვარი პრობლემების გარეშე შეგიძლიათ ჩამობრძანდეთ, მობრძანდეთ, დაესწროთ ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას და ერთად ვიზეიმოთ ის, რომ საქართველო არის ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. ვერავინ და ვერაფერი შეზღუდავს თქვენს აქ ჩამობრძანებას, პლუს ამას, ქართული ოცმება ყველანარი ტრანსპორტირების ხარჯს თავის თავზე იღებს და ყველანაირად უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტით ჩამოსვლა დედაქალაქში" - განაცხადა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






