ივანიშვილის გამდიდრების საქმის გამოსაძიებლად ლარნაკაში გაფრენა ვერ შედგა - რატომ დაესხნენ თავს ოპოზიციის ლიდერებს აეროპორტში
პოლიტიკა - 17:51, 11 Dec, 2019     973
ივანიშვილის გამდიდრების საქმის გამოსაძიებლად, ლარნაკაში მიმავალი ოპოზიციის ლიდერებს უცნობი პირები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინფორმაცია, რომ საზღვარგარეთ ვიზიტი, სწორედ "ქართული ოცნების" ლიდერის 90 -იან წლებში საქმიანობას უკავშირდებოდა, ჟურნალისტებთან დაადასტურეს ევროპული საქართველოს წევრებმა გიგი უგულავამ და გოკა გაბაშვილმა, რომლებმაც შსს-ს შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვეს.


"რამდენიმე შეხვედრა გვქონდა, რომელიც ეხება 90-იან წლებში ივანიშვილის "საგმირო საქმეებს", როცა იყო რუსეთში. საუბარია შეკვეთილ მკვლელობებზე, ფულის გათეთრებაზე და იმ მტკიცებულებებზე, რომელიც სხვადასხვა ადამიანებს აქვთ. ამას უნდა გავცნობოდით, როგორც ჩანს, ივანიშვილმა გაიგო და მოაწყვეს ეს სამასხარაო ჩხუბი. ეს კიდევ უფრო მიღრმავებს ეჭვს, რომ საბუთები, რომელიც უნდა მენახა, ღირს ნახვად, რადგან ამხელა ოპერაცია დადგეს იმისთვის, რომ არ წავსულიყავით. წყალზე ბრალდებები არ მიყვარს, თუ იქნება ვალიდური საბუთები, იმას საზოგადოება აუცილებლად ნახავს" - ამბობს უგულავა.

რაც შეეხება უაშუალოდ თბილისის აეროპორტში მომხდარ ფაქტს, უგულავა ამბობს, რომ შსს-ს ამ დრომდე არ გაუცია პასუხი, ვინ იყვნენ თავდამსხმელები.

"ხუთი საათი ვიყავით დაკითხვაზე, აქედან ორი საათი სრულიად ტყუილად. ვერ გავიგეთ ვინ არიან თავდამსხმელები, პოლიციამ არ გვითხრა მათი სახელები და გვარები. ეს ამყარებს ეჭვს, რომ ყველაფერი იყო დადგმული, რადგან თავდასხმა მოხდა აეროპორტის ყველაზე დაცულ ზონაში, საპასპორტო კონტროლის მიღმა. ნაცნობ ქალბატონთან ერთად ვსვამდით ყავას და ვსაუბრობდით, როდესაც მოვიდა ვიღაც მუტრუკი და დაიწყო კლასიკური ტექსტები, რასაც ვისმენთ ხოლმე ამათი ორკებისგან და ტიტუშკებისგან. მალე მოვიდა მეორე კუნთიანი და დაიწყო ჩხუბი, რამდენიმე წუთში პოლიციამ წაიყვანა ისინი და აღარც სახელს გვეუბნებიან და აღარც გვარს.

არ გვაქვს ილუზია, რომ რამე სერიოზული გამოძიება ჩატარდება, პირდაპირ გვითხრა გამომძიებელმა, რომ ეს არის მსუბუქი მუხლი და კამერის ჩანაწერების ამოღების უფლება არ აქვთ თურმე, რაკი მსუბუქია, ამასაც არ აპირებენ. მეც და გოკამაც ვთქვით ექსპერტიზაზე უარი, რადგან აბსოლუტურად დროის ფუჭ კარგვად მიგვაჩნია" - თქვა გიგი უგულავამ.

თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.


შენიშვნა: პირველი არხის ფოტო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42