"ზურაბიშვილი მიზანმიმართულად ესხმის თავს სახელმწიფო ინტერესებს, პრეზიდენტი რუსული პოლიტიკის ერთგული ელჩია საქართველოში" - ირაკლი ღლონტი
პოლიტიკა - 17:30, 11 Dec, 2019     1078
პოლიტიკური პარტია ,,კანონი და სამართლის’’ გენერალური მდივნის ირაკლი ღლონტი ქვეყნის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას ეხმაურება.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის ყოველი განცხადება გამოუსწორებელ ზიანს აყენებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს.
"მიმაჩნია, რომ იგი მიზანმიმართულად თავს ესხმის სახელმწიფო ინტერესებს და ასე მოხდა ქართულ ჯართან მიმართებითაც.

სალომე ზურაბიშვილი რუსული პოლიტიკის ერთგული ელჩია საქართველოში, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით რუსული სპეც სამსახურების დაკვირვების ობიექტს წარმოადგენდა ჯერ კიდევ საფრანგეთში ცხოვრების დროს. ცხადია, სენტიმენტალური და გულუბრყვილო, ჩემი ქართველი ხალხისთვის უინტერესო ,,ლიდერი'' არ იქნებოდა დიასპორელი მანდილოსანი, თან დიპლომატიური განათლებითა და გამოცდილებით. ასეც მოხდა, ვფიქრობ, სააკაშვილის ხელისუფლების დროს სწორედ რუსული სპეც სამსახურების სპეც ოპერაციით, ახალგაზრდა პრეზიდენტის პირადი მოწვევით მოგვივლინეს ემიგრანტი ქალი საგარეო უწყების ავანგარდში და ეს შემდეგ ეტაპებზე გახდა მასპინძლისთვისაც უწყი.

სალომე ზურაბიშვილი არ იყო რუსეთის მთავარი დასაყრდენი, ის სათადარიგო, მორიგი დამხმარე ბერკეტი უფრო იყო, ისე, როგორც ყოველთვის აქვს ეს ჯაშუშობისა და შპიონაჟის მასტერკლასის მცოდნე ,,კაგებე’’-ს მემკვიდრე სამსახურს დღევანდელ რუსეთში. სწორედ მისი სათადარიგოობის გამო, ემიგრანტმა ქალმა დიდხანს ვერ შეძლო დასავლური ხელისუფლების პირობებში საგარეო უწყების მართვა და იძულებული გახდა გადაენაცვლა მაშინდელ ოპოზიციაში. მარტივად რომ ვთქვათ, ის უნიჭო აქტორი იყო, როგორც ვთქვი, რიგითი სათადარიგო მონაწილე ანტიქართული რუსული პოლიტიკის.

რუსეთის ხელისუფლებას დეზინფორმაციის მნიშვნელობა არ ესწავლება, მით უფრო პუტინს, რომელიც საბჭოთა ,,კაგებე’’-ს ,,ღირსი'' პირმშოა. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთს ძალიან უჭირდა აგვისტოს ომის შესახებ ნამდვილი ფაქტების ფალსიფიცირება და მსოფლიო საზოგადოების მოტყუება. აქაც გამოჩნდა სათადარიგო მოთამაშე, რომელმაც შექმნა თითქოს უწყინარი ,,ნაშრომი'', სადაც რუსულ წისქვილზე უხვად დაასხა არაქართული წყალი და დღემდე აქტუალურია მისი ეს ,,შემოქმედება''. რა ექნა, რასაც გაწვდა მისი უნარები, იმ ფარგლებში მან დაამტკიცა ერთგულება და პირუთვნელი მსახურება პატრონის. არაფრით გამორჩეული არ იყო ექს მინისტრი ოპოზიციაშიც, მაგრამ საჭირო იყო და იყო.

რუსეთი დღემდე აგრძელებს საინფორმაციო ომს, მაგონდება რუსეთის ერთგული მეგობრის, იტალიის პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის იმდროინდელი ,,გულწრფელი'' გამონათქვამი: ,, ვერ გავიგე რაში გამოიყენა რუსეთმა არაპროპორციული სამხედრო ძალა, აბა სხვანაირად, როგორ უნდა მოქცეულიყო "... თითქოს პირადად ჰქონდა ნანახი დაბომბილი საქართველო, დაწიოკებული ჩემი ხალხი.

იმუშავა რუსმა, იმუშავა და შედეგებს დღემდე ვიმკით... რუსეთისთვის რთული ამოცანა იყო ხელისუფლების კურსის ცვლილება და მსოფლიოს მოტყუება მაშინ, ამას ის საინფორმაციო ჰიბრიდული ომით ახორციელებდა და გაუადვილდა ეს 2012 წლის შემდეგ, როცა არავითარ ბარიერს აღარ წარმოადგენდა ერთგული დესანტის გადმოსხმა ოპოზიციიდან სამთავრობო ლოჟაში, მათ შორის გაადვილდა უნიჭო, თუმცა ერთგული ელჩის გადეპუტატება ,,დამოუკიდებელი დეპუტატის'' რანგში და საჭირო დროს მისი პრეზიდენტად განმწესებაც.

რუსეთისთვის არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენდა უფრო ნიჭიერი კადრის პრეზიდენტად ხელდასმა, საკმარისი იყო მისთვის ემიგრანტი ქალი, რომელმაც არაერთგზის დაამტკიცა მორჩილება და ახლაც, მთელი მეცადინეობით ახერხებს ამას.

ვინ იცის როდემდე, ალბათ იქამდე, ვიდრე კიდევ არ გაერთიანდება ჩემი ერი და კინწისკვრით არ გაყრის კოსტავას ქვეყანაში დაბუდებულ ანტიეროვნულ სულს და ხორცს !"- აცხადებს პოლიტიკოსი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42