ექსპერტი "ნიუპოსტთან" მთავარ პრობლემას სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლას უწოდებს, რომელიც მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურმა მმართველობამ გამოიწვია.
"ჩვენ გვყავს ჯარი, რომელიც ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციაა. ქართული არმიის შექმნაში ძალიან ბევრმა ადამიანმა მრავალი წელი, ბევრი რესურსი და ენერგია, დრო ჩადო. მათ შორის ჩვენმა პარტნიორებმაც. სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი მთავარი გარანტი სწორედ ეს ინსტიტუტია. ძალიან დიდი პრობლემაა, რომ ამ ინსტიტუციის დისკრედიტაციას ეწევა ადამიანი, რომელიც წესით უნდა იყოს უმაღლესი მთავარსარდალი, მაგრამ მისი უმაღლესი მთავარსარდლობა ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის და სახელმწიფოს მიტაცების შედეგია. შესაბამისად, პრობლემაა არა ზურაბიშვილის განცხადება, არამედ ის ინსტიტუციურად მოშლილი სახელმწიფო, რომელიც მივიღეთ ბიძინა ივანიშვილის მიერ სახელმწიფოს მიტაცებით" - თქვა "ნიუპოსტთან" ქუთელიამ.
სალომე ზურაბიშვილმა მორიგი ხმაურიანი და სკანდალური განცხადება გუშინ გააკეთა. ქვეყნის მთავარსარდლის განცხადებით, "არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი."
მასალის გამოყენების პირობები






