ინოვაციური სამედიცინო სერვისები - თიბისი დაზღვევა Redmed- ის პირველი პარტნიორია
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:59, 11 Dec, 2019     1594

ციფრული და ინოვაციური სერვისები თიბისი დაზღვევის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ კომპანია მუდმივად მუშაობს მათ დანერგვასა და განვითარებაზე. მორიგი სიახლე თიბისი დაზღვევის და პირველი ქართული სამედიცინო სერვისების ციფრული ეკოსისტემის - REDMED-ის პარტნიორობაა.

REDMED ადგილობრივ ბაზარზე 1 თვის წინ - „ექიმი შენთან" - ამ მესიჯით გამოჩნდა. ეს არის ინოვაციური პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს მარტივად, აპლიკაციის დახმარებით მოძებნოს, შეარჩიოს, დაუკავშირდეს სასურველ ექიმს და დაგეგმოს ვიზიტი, ან მიიღოს სამედიცინო მომსახურება მისთვის ყველაზე კომფორტულ გარემოში - აპლიკაციით გამოიძახოს ექიმი სახლში, ასევე მიიღოს სატელეფონო ან ვიდეო რჩევა.

REDMED-ში მომხმარებელს მარტივად შეუძლია მოიძიოს ინფორმაცია სხვადასხვა პროფილის ექიმებზე, დეტალურად გაეცნოს მათ კომპეტენციას, ასევე სხვა პაციენტების შეფასებებსა და კომენტარებს. თითოეულ ექიმს თავისი რეიტინგი აქვს, რომელიც ამ შეფასებების მიხედვით განისაზღვრება.

ახალი ციფრული პლატფორმა მოსახერხებელია ექიმებისთვისაც, რადგან მათ საშუალება აქვთ თავად განსაზღვრონ მათთვის სასურველი სამუშაო კალენდარი და მიიღონ დამატებითი შემოსავალი. REDMED-ის სერვისებით სარგებლობა მომხმარებელს შეუძლია როგორც აპლიკაციით - https://redmed.ge/download, ასევე ვებ-გვერდით - https://redmed.ge

აქამდე, თიბისი დაზღვევა ჯანმრთელობის დაზღვევის მომხამრებლებს სახლიდან გაუსვლელად მხოლოდ ანაზღაურებას სთავაზობდა. REDMED-თან თანამშრომლობით კი ახლა უკვე სახლიდან გაუსვლელად სამედიცინო მომსახურების მიღებაც შესაძლებელია.

ამ ეტაპზე მომხამრებელი REDMED-ით სარგებლობისა და სამედიცინო მომსახურების მიღების შემდეგ, მომსახურების სრულ თანხას გადაიხდის და შემდეგ თიბისი დაზღვევაში ინვოისს წარადგენს, რის საფუძველზეც თანხა ანაზღაურდება. სამომავლოდ კი მომხმარებელს საშუალება ექნება ნაწილობრივი გადახდით ისარგებლოს - REDMED-ით სარგებლობისას ის მხოლოდ ნაწილობრივ თანხას გადაიხდის, დანარჩენ ნაწილს კი თიბისი დაზღვევა დაფარავს.

მომხმარებელს თანხის ანაზღაურება ვებ-გვერდზე - on.tbcinsurance.ge ან Facebook Messenger-ში, ბი ბოტის დახმარებით შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ ბი ბოტი პირველი სადაზღვევო ჩეთბოტია, რომელიც თიბისი დაზღვევამ 2017 წელს შექმნა. აქამდე ბი ბოტის დახმარებით მხოლოდ სადაზღვევო პროდუქტების შეძენა იყო შესაძლებელი, ახლა კი ჯანმრთელობის დაზღვევის მოხმარებლებს შეუძლიათ სამედიცინო ხარჯების ანაზღაურება ბი ბოტით ულიმიტოთ, 3 დღის ვადაში მიიღონ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42