ირაკლი ნადარეიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
პოლიტიკა - 14:33, 11 Dec, 2019     1152

ირაკლი ნადარეიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ახალ პოსტზე ის კურირებას გაუწევს სამინისტროს სისტემაში შემავალ სამ სტრუქტურულ ქვედანაყოფს - სააგენტოს „აწარმოე საქართველოში", საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს.

მინისტრის მოადგილე კოორდინაციას გაუწევს მეწარმეობის სტიმულირების სახელმწიფო პროგრამებში ჩართვის მსურველი კომპანიებისა და მოქალაქეების ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურების პროცესს.

მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე ირაკლი ნადარეიშვილს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოსტი ეკავა. კერძოდ, 2018 – 2019 წლებში ის იყო სტრატეგიული ანალიზის ჯგუფის უფროსი, მოგვიანებით კი სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორის მოადგილე.

სამინისტროს სისტემაში ირაკლი ნადარეიშვილი ბიზნესიდან მოვიდა. 2013 – 2016 წლებში ის საერთაშორისო კორპორაციის „Imperial Brands" - ის კორპორაციული დირექტორი იყო კავკასიასა და მოლდოვაში, ხოლო 2017 – 2018 წლებში საკონსულტაციო კომპანიის „Penton&Gramercy LLC" პარტნიორი და დირექტორი. ირაკლი ნადარეიშვილს სხვადასხვა წლებში ნამსახურები აქვს ისეთ საერთაშორისო და ადგილობრივ კომპანიებში, როგორიცაა „Ernst & Young LLC", „IBG", სადაზღვევო კომპანია „ალდაგი", „იბერია დეველოპმენტი და სხვ.

ირაკლი ნადარეიშვილმა, რომელიც 1993 - 1998 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა და ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში მიენიჭა, 2007 – 2008 წლებში გაერთიანებულ სამეფოში „Oxford Brookes University" - ში განაგრძო სწავლა, სადაც საერთაშორისო უძრავი ქონების მაგისტრის ხარისხი მიენიჭა.

ირაკლი ნადარეიშვილი დიდი ბრიტანეთის შემფასებელთა სამეფო საზოგადოების - Royal Institution of Chartered Surveyors წევრია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42