თიბისი ბანკმა ენერგოეფექტური პროექტების დაფინანსებისთვის EBRD-ის ჯილდო მიიღო
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:28, 11 Dec, 2019     1628

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა - EBRD საუკეთესო ენერგოეფექტური პროექტების დაფინანსებისა და საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობისათვის თიბისი ბანკი დააჯილდოვა. ღონისძიებაზე საუკეთესო ენერგოეფექტური პროექტების ავტორი 6 კომპანია გამოვლინდა, მათ შორის შპს „ლიდერფუდი" და „შილდა ჰიდროელექტროსადგური", რომლებსაც თიბისი ბანკთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ.

კავკასიის ენერგოეფექტურობის პროგრამა - CEEP, EBRD-ის, ევროკავშირისა და ავსტრიის ფინანსთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში, 2012 წლიდან 31-მა კომპანიამ და 29 000-ზე მეტმა ოჯახმა 42 მილიონ ევროზე მეტი ენერგოკრედიტი მიიღო ექვსი ადგილობრივი ბანკისგან.

ღონისძიებაზე EBRD-ის მწვანე ეკონომიკის დაფინანსების ახალი პროგრამის - GEFF-ის პრეზენტაციაც გაიმართა, რომელიც კავკასიის ენერგოეფექტურობის პროგრამის - CEEP-ის გაგრძელებაა. პროექტის ფარგლებში EBRD ენერგოეფექტურ პროექტებს დააფინანსებს.

GEFF-ის ფარგელბში საქართველოსთვის გამოყოფილი იქნება 54 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური რესურსი. EBRD-თან ერთად პროგრამის თანადამფინანსებლები არიან: მწვანე კლიმატის ფონდი - GCF და ავსტრიის ფინანსთა სამინისტრო. მწვანე კლიმატის ფონდი მსოფლიოს უმსხვილესი ფონდია, რომელიც ხელს უწყობს განვითარებადი ქვეყნების მიერ კლიმატის ცვლილებებზე რეაგირებას.

ახალი პროექტი კორპორატიულ, მცირე და საშუალო ბიზნესებს შესაძლებლობას მისცემს ადგილობრივი ბანკებისგან მიიღონ სესხი მწვანე ეკონიმიკის განვითარებაში საკუთარი წვლილის შესატანად.

სესხის მიღება შესაძლებელია ენერგოეფექტური სამშენებლო მასალებისთვის, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისთვის და აღჭურვილობისათვის. მწვანე ტექნოლოგიების სრული ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე - https://ts.ebrdgeff.com/georgia-ge/

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი - EBRD საქართველოში ინვესტირების წამყვანი ინსტიტუტია. საქართველოში ოპერირების დაწყებიდან, ბანკმა მოახდინა 3.5 მილიარდ ევროზე მეტი თანხის ინვესტირება 237 ფინანსურ, კორპორაციულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგოსექტორში. ბანკის ინვესტიციების 89% კერძო სექტორზე მოდის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42