მომავალი წლიდან თბილისს 300 ახალი მიკროავტობუსი ეყოლება
პოლიტიკა - 12:13, 11 Dec, 2019     877

„თბილისის მიკროავტობუსთან“ შეთანხმება მიღწეულია - მომავალი წლიდან მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროცესი დაიწყება

თბილისის მერიამ მიკროავტობუსების კომპანიასთან შეთანხმებას მიაღწია. მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროცესი დაიწყება ისე, რომ მოსახლეობას მგზავრობის ტარიფი არ გაეზრდება. ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, ორი კვირის წინ დაიწყო ამაზე საუბარი და მოლაპარაკების პროცესი ვიცე-მერს დაევალა.

„მიკროავტობუსებს რესურსი ყველანაირი თვალსაზრისით ამოეწურათ. სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს მგზავრობა და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს გამონაბოლქვი. ჩვენ უნდა ვიყოთ პირველები, ვინც დაიწყებს ამის მოწესრიგებას და მივედით იქამდე, რომ უნდა მოხდეს მიკროავტობუსების ჩანაცვლება-განახლება, იმ პროცესის პარალელურად, რომელიც თბილისის მერიას აქვს დაწყებული ახალი ავტობუსების შემოყვანით და ავტოპარკის განახლებით. ჩვენ შეთანხმებას მივაღწიეთ კომპანიასთან, იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს ახალი ავტობუსების შემოყვანა ისე, რომ მოსახლეობას არ გაეზრდება ტარიფები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს და პროცესში ჩართულ სხვა თანამშრომლებს, მოლაპარაკებების წარმატებით წარმართვისთვის და შეთანხმების დეტალების საზოგადოებისთვის წარმოდგენა სთხოვა.

ვიცე-მერის თქმით, კომპანიას მძიმე მდგომარეობა აქვს, რაც წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემებიდან მოდის და არ გააჩნია მიკროავტობუსების ჩანაცვლების რესურსი.

„ჩვენამდე მმართველობის პერიოდში, პრაქტიკულად, თვალი ეხუჭებოდა ყველა იმ ფინანსურ პრობლემას, რომელიც კომპანიის ირგვლივ ტრიალებდა. შესაბამისად, კომპანიის გადმოსახედიდან, ტარიფის ზრდის მოთხოვნა არის სრულიად ლეგიტიმური და ეს ყველაფერი დადასტურებულია აუდიტორული დასკვნით. როგორც თქვენ აღნიშნეთ, მერიამ და კომპანიამ მიაღწია შეთანხმებას, დღეს ვდებთ მემორანდუმს. მერია და კომპანია ერთობლივად ვიწყებთ მიკროავტობუსების ჩანაცვლებას. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მდგომარეობა მძიმეა, ჩვენი კონცეფცია, რომელიც უკვე შეთანხმებულია, არ ითვალისწინებს ტარიფის ზრდას და ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ტარიფის ზრდა ეწინააღმდეგება ჩვენს სატრანსპორტო პოლიტიკას, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის წახალისებას. უფრო მეტიც - ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა ტექნიკურ სპეციფიკაციებზე და უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ტენდერი 300 ერთეული მიკროავტობუსის შესყიდვასთან დაკავშირებით. ამ შესყიდვას განახორციელებს მუნიციპალიტეტი და დედაქალაქის მგზავრებს მოემსახურება მუნიციპალიტეტის კუთვნილი ავტობუსები. გარდა ამისა, დადგენილი და შეთანხმებულია ჩვენს შორის, რომ კომპანიას აქვს ფინანსური პარამეტრების გაუმჯობესების პოტენციალი სხვადასხვა მიმართულებით, ამაზე რეკომენდაციებს თავად აუდიტორიც წერს. მომდევნო პერიოდში, კომპანიასთან მჭიდრო თანამშრომლობით მოვახერხებთ იმას, რომ კომპანია დარჩენილ პარკსაც ჩაანაცვლებს და მერიის მიერ შეძენილ მიკროავტობუსების გამოსყიდვასაც შეძლებს“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროცესი მომავალი წლიდან დაიწყება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42