„დიახ, საქართველოში პოლიტიკური მიზეზით დაპატიმრებული ადამიანები არიან, გინდათ რურუა, გინდათ მელია, გინდათ ოქრუაშვილი“ - გიორგი მარგველაშვილი
პოლიტიკა - 22:42, 10 Dec, 2019     1017
„დიახ, ჩემი აზრით, საქართველოში პოლიტიკური მიზეზით დაპატიმრებული ადამიანები არიან“ - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

„როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური პატიმარია, არავის არასდროს არ ეგონოს, რომ ის პოლიტპატიმარი პირდაპირი მუხლითაა: „მოდი დავიჭიროთ ვიღაცა და ის იყოს პოლიტპატიმარი.“ ყოველთვის არის ხოლმე რაღაცა ლეგიტიმური მუხლი, რაღაცა მუხლის მიხედვით, რაღაცას მიგიყენებენ. 20 ივნისის მოვლენების შემდეგ ამ ადამიანებს მიუყენეს მუხლები, რითაც ისინი დააპატიმრეს და აქ ნათლად ჩანს, პოლიტიკური მოტივაცია. შესაბამისად, ამ პოლიტიკური მოტივაციით დაპატიმრებული ადამიანები გვყავს საქართველოში. გინდათ რურუას მიმართ, გინდათ ოქრუაშვილის მიმართ, გინდათ მელიას მიმართ მოტივაცია არის პოლიტიკური.

ჩვენ ხომ მოვისმინეთ პარტიის ლიდერის განცხადება, რომ ეს სია გაიზრდება. ამ სიის გაზრდას რა შეუშლის ხელს? ან მათი ცოდნა, გამოცდილება ან მომავლის შიში შეუშლის ხელს? აქ ხომ ჩვენ ვლაპარაკობთ ადამიანებზე, რომლებიც რეალობასთან კავშირში არ არიან. ჩვენ რომ ვსაუბრობთ, რომ მათ ამერიკის კონგრესში სურთ ამხილონ, რომ NDI „ნაციონალური მოძრაობის“ განაყოფია, ასეთი პოლიტიკური გამჭრიახობის ადამიანებისგან უნდა ველოდეთ, რომ შეიძლება რამე არ გააკეთონ. ვინმე არ დააპატიმრონ? ეჭვი მეპარება,“ - განაცხადა მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42