ისრაელში საქართველოსა და ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრების შეხვერდა გაიმართა
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:34, 25 Oct, 2013     1911

21-25 ოქტომბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია, სოფლის მეურნეობის მინისტრის, შალვა ფიფიას ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით ისრაელში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრს, იაირ შამირს შეხვდა. შალვა ფიფიამ დეტალურად ისაუბრა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში  მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე, ასევე იმ სიახლეებზე, რომლებიც დარგის განვითარების მიმართულებით ხორციელდება, მათ შორის, საქართველოში კოოპერაციების შექმნისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს მუნიციპალიტეტებში რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების შექმნისა და ფუნქციონირების საკითხს. აღნიშნული სამსახურები ხელს უწყობს ადგილობრივი ფერმერების ინფორმირებულობის გაზრდას და მათ საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებას.

ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების მიერ სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის გადადგმული ნაბიჯები და მომავალი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

„მისასალმებელია ისრაელის სახელმწიფოს მხრიდან დარგის განვითრების მხარდაჭერა, რადგან მათ სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სექტორში წარმატებული პროექტების განხორციელების დიდი გამოცდილება აქვთ, განსაკუთრებით, თანამედროვე სასათბურე მეურნეობებისა და უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით. მოხარულები ვიქნებით, აქტიურად ვითანამშრომლოთ ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ შალვა ფიფიამ.

ისრაელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შალვა ფიფია სოფლის მეურნეობის საერთაშორისო განვითარების ხელშეწყობის ცენტრის (CINADCO) ხელმძღვანელს, ომარ ზიდანსაც შეხვდა, რომელმაც საქართველოში საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე, ქართველი ფერმერებისა და კოოპერატივების შექმნის მსურველთათვის ისრაელის სახელმწიფოს გამოცდილების გაზიარების მიმართულებით ერთობლივი პროექტების განახორციელების სურვილი გამოთქვა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42