N16 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებმა სოციალური საწარმო გახსნეს
პოლიტიკა - 22:33, 10 Dec, 2019     729

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი N16 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულების მიერ დაარსებული სოციალური საწარმოს გახსნას დაესწრო. ღონისძიებაზე, რომელიც N16 პენიტენციურ დაწესებულებაში გაიმართა, სოციალური საწარმოს დამფუძნებლებმა საწარმოს იდეაზე და ძირითად საქმიანობაზე ისაუბრეს. მინისტრი ადგილზე გაეცნო საწარმოს სამუშაო პროცესს, საწარმოს თანამშრომლებს დასაქმება მიულოცა და ახალ საქმეში წარმატებები უსურვა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები უმნიშვნელოვანესია, რადგან პატიმრებისთვის დასაქმების ახალ კერებს ქმნის. დასაქმება კი მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის გზაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.


სოციალური საწარმო N16 დაწესებულების მსჯავრდებულების მიერ პროექტის „განათლება რეინტეგრაციისთვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად“ ფარგლებში მიღებული გრანტით დაფუძნდა. ამ ეტაპზე სოციალურ საწარმოში პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ხუთი მსჯავრდებულია დასაქმებული.


ინფორმაციისთვის, პროექტს „განათლება რეინტეგრაციისთვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად“ საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (CSRDG), არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB) და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA) ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებენ. პროექტის მიზანია კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა, სამთავრობო, საზოგადოებრივი და ბიზნეს ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების გზით. პროექტის ფარგლებში, საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრმა (CSRDG), 2017-2018 წლებში სამჯერ გამოაცხადა იდეების კონკურსი სოციალური საწარმოს დაფუძნების მსურველთათვის, რომლის შედეგად დაფინანსდა 8 სოციალური საწარმო.


2018 წელს კონკურსში მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა N16 პენიტენციური დაწესებულებიდან ორმა მსჯავრდებულმა, ნიკოლოზ ტყეშელაშვილმა და შოთა მარტყოფლიშვილმა იდეით: დისტანციური საქმიანობის შესრულება N16 პენიტენციური დაწესებულებაში (დოკუმენტების, წიგნების გაციფრულება, თარგმანი, ვიდეო სუბტიტრების შესრულება და ა.შ.). იდეის ავტორებმა ნიკოლოზ ტყეშელაშვილმა და შოთა მარტყოფლიშვილმა ეტაპობრივად დატოვეს პენიტენციური დაწესებულება და ამჟამად პროექტის მართვას დაწესებულების გარეთ ახორციელებენ. საწარმო, 2019 წლის აგვისტოში აღიჭურვა საჭირო ტექნიკით და დღეის მდგომარეობით უკვე შესრულებული აქვს რამდენიმე შეკვეთა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42