სამოქალაქო აქტივისტის, ლადო სადღობელაშვილის, მიერ მიწოდებულ ინფორმაციას "ალიას" ავრცელებს.
ხელისუფლება ერთ-ერთში ცდილობს სააკაშვილს მიბაძოს, ახლა კონტრაქციის ჩატარება გადაწყვიტეს, როგორც მაშინ, მიშამ შეკრიბე ხალხი დინამოს სტადიონზე. ის აღარ ახსოვთ, სააკაშვილს რომ ვერ უშველა ამ კონტრაქციამ და მაინც მოუწია წასვლა.
"ქართულმა ოცნებამ" იცის - დინამოს სტადიონზე 60 ათასი ადამიანი დასხდება, თუ სტადიონსაც გამოიყენებს - 100 ათასი ადამიანი დაეტევა - შესაბამისად, დაახლოებითი ოდენობის დათვლა, იქ მისული ხალხის, ყველას შეუძლია, იგივე მოხდება იპოდრომზე რომ შეიკრიბონ.
"ქართულ ოცნებას" არ სურს, მის აქციაზეც დაითვალონ "თავები", მით უფრო რომ შიში აქვს, იმ 60 ათას კაცსაც ვერ მოაგროვებს, დინამოს სტადიონზე სკამი რომ არ დარჩეს ცარიელი, ამიტომ, იწევს რესპუბლიკის მოედნისკენ - იმასაც კი არ ითვალისწინებს, რომ რესპუბლიკის მოედანზე ხალხის გამოყვანა უფრო სახიფათოა, დაპირისპირების მეტი საფრთხე არსებობს, ვიდრე სტადიონზე, ან იპოდრომზე.
ვესაუბრე რამდენიმე რეგიონის წარმომადგენელს, მიცემული აქვთ დავალება, რომ ნებისმიერი ძალებით წამოიყვანონ ხალხი, ადმინისტრაციული რესურსი არ ჰყოფნით და 20 - 50 ლარად არავინ მოდის. ზუსტი ინფორმაცია მაქვს, რომ ამჯერად 250 ლარს სთავაზობენ რამდენიმე რეგიონში თითო ადამიანს, ოღონდ წამოვიდეს, ტრანსპორტირებაც და კვებაც ხელისუფლებისაა.
-250 ლარად კი ვერ ვპოულობ ხალხს - ამბობენ და სულ ტყუილად უკვირთ, ეს ამ შვიდი წლის მუშაობის შედეგია.
ხალხნო, იცოდეთ, 14 დეკემბერს აქციაზე წამოსვლაში 250 ლარს იხდიან და ფული არავინ მოგიტეხოთ"
მასალის გამოყენების პირობები






