"2020 წელს მცირე საწარმოები 3000-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებენ" - ნათია თურნავა
პოლიტიკა - 20:13, 10 Dec, 2019     669

„დღეს აქ შეკრებილი ადამიანები სათითაოდ ხართ მცირე ბიზნესი, მაგრამ მთლიანობაში დიდი დამსაქმებელი სექტორი. რამდენადაც ვიცი, უახლოეს პერიოდში ჯამში 1000-მდე ადამიანი დასაქმდება მხოლოდ თქვენი ბიზნესების ფარგლებში, - ასე მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ 50 მცირე მეწარმეს, რომლებსაც მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვების ლიცენზია გამარტივებული წესით გადაეცათ. ეს შესაძლებელი გახდა ბოლო დროს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, რამაც სამეწარმეო დანიშნულებით მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვებაზე ლიცენზიის გაცემის პროცედურა გაამარტივა.

„მიხარია და ამაყი ვარ, რომ ჩვენს მიერ დაწყებული რეფორმის შედეგად, მაქვს პატივი, მოგესალმოთ და გადმოგცეთ ლიცენზიები, რომელთა მისაღებადაც სხვა შემთხვევაში საკმაოდ ხანგრძლივი და დამღლელი პროცედურების გავლა დაგჭირდებოდათ. რა თქმა უნდა, მეწარმეს, რომელიც დაკავებულია სხვა პროფილის საქმიანობით, მათ შორის იქნება ეს მცირე ფერმები, სასტუმროები, სამრეცხაოები თუ კვების ობიექტები, იმისთვის, რომ საკუთარ ტერიტორიაზე მდებარე ჭაბურღილიდან ტექნიკური წყლით ისარგებლოს, არ უნდა სჭირდებოდეს აუქციონში მონაწილეობა და საკმაოდ ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცედურების გავლა. - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, მთავრობის პრიორიტეტია მიკრო, მცირე და საშუალო წარმოებების ხელშეწყობა.

„წლის ბოლომდე ჩვენგან მსგავს ლიცენზიას 120 მცირე საწარმო მიიღებს. მომავალ წელს მათი რიცხვი უკვე რამდენიმე ასეული იქნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან თქვენ შექმნით ახალ სამუშაო ადგილებს არამარტო ქალაქად, არამედ სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, მაღალმთიან სოფლებში. 2020 წელს მთელი ინდუსტრია 3000-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42