სტრასბურგის გადაწყვეტილებით "რუსთავი2"- ის საქმე არ გადაიხედება
პოლიტიკა - 19:32, 10 Dec, 2019     573

სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა „რუსთავი 2“-ის საქმეს არ გადასინჯავს - ინფორმაციას ამის შესახებ იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

"ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 5 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ 2019 წლის 9 დეკემბერს იმსჯელა და განსახილველად არ მიიღო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილი მესაკუთრეების საჩივარი, რომლითაც სტრასბურგის სასამართლოს ერთ-ერთი პალატის მიერ 2019 წლის 18 ივლისს გამოტანილი გადაწყვეტილების დიდი პალატის მიერ გადასინჯვა იყო მოთხოვნილი.

შესაბამისად, მომჩივნების ყველა პრეტენზიასთან მიმართებით საბოლოო გახდა აღნიშნულ საქმეზე 2019 წლის 18 ივლისს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც:

დაუშვებლად ცნო „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნ. გვარამიას ყველა სასარჩელო მოთხოვნა;

დაუშვებლად ცნო, როგორც დაუსაბუთებელი, „რუსთავი 2“-ის მესაკუთრეების - ლევან ყარამანიშვილის, გიორგი ყარამანიშვილისა და შპს „ტელეკომპანია საქართველო“-ს საჩივარი საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით;

დაადგინა, რომ არ დარღვეულა მოცემულ საქმეზე სამართლიანი სასამართლოს უფლება (მოსამართლეების თ. ურთმელიძისა და მ. თოდუას ეპიზოდები);

დაადგინა, რომ არ დარღვეულა მოცემულ საქმეზე სამართლიანი სასამართლოს უფლება (მოსამართლე ნ. გვენეტაძის ეპიზოდი);

დაუშვებლად ცნო სამართლიანი სასამართლოს ნაწილში დანარჩენი პრეტენზიები;

დაადგინა, რომ არ არსებობს საჩივრის განხილვის აუცილებლობა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის ჭრილში.

სტრასბურგის სასამართლოს 9 დეკემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

შესაბამისად, „რუსთავი 2-ის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ 2019 წლის 18 ივლისს გამოტანილი გადაწყვეტილება, ყველა მის ზემოჩამოთვლილ ნაწილში, არის საბოლოო" - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42