"კალაძის საჩუქარი ტაქსის მძღოლებს - დღეს პატრული ტაქსის მძღოლებს აჩერებდა და 100 ლარიან ჯარიმას უწერდა" - დავით ჭიჭინაძე
პოლიტიკა - 17:24, 10 Dec, 2019     1121
მოძრაობა "ტრიბუნას" დამფუძვნებელი და პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ "დღეს დილიდან პატრული ტაქსის მძღოლებს აჩერებდა და 100 ლარიან ჯარიმას უწერდა".

"იმის გამო, რომ ავტომანქანების თეთრად გადასაღებად დარიგებული ვაუჩერების „საფასურად“, მძღოლებს ქალაქ თბილისის მერიამ ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმებინა შ.პ.ს. „ალმასთან“. რაც თავის მხრივ ავტომანქანებზე არსებულ სარეკლამო ადგილებზე რეკლამის განთავსებას გულისხმობს.

(ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში კი რა თქმა უნდა ჯარიმაა. ცნობისთვის! შ.პ.ს. „ალმა“ - ეს ის სარეკლამო კომპანიაა, რომელთანაც მერია ექსკლუზიურად თანამშრომლობს უკვე წლებია.)

დღის მეორე ნახევარში აღმჩნდა, რომ შეცდომა დაუშვეს და ახლა ამ ჯარიმებს აუქმებენ.

ანუ, კალაძის „საახალწლო საჩუქარი“ ტაქსის მძღოლებისთვის ამჯერად ვერ გამოვიდა, მაგრამ ხომ არ შეიძლება ამ ქალაქში მუდმივად უბრალო ადამიანებზე ტყდებოდეს ჯოხი?!

ვიღაცეებს ფულის მოსაპარად კომბინაციები ჰქონდეს დალაგებული და ეს ტაქსის მძღოლების, ან დანარჩენი რიგითი ადამიანების გადასახდელი იყოს?!

მოკლედ, იკვეთება ერთი რამ. არც „ნაციონალური მოძრაობა“ ასრულებდა და არც „ქართული ოცნება“ აპირებს დანაპირების შესრულებას.

ესენი იბრძვიან ძალაუფლებისთვის და იმ მოპარულის გადანაწილებისთვის რაც ერთობლივად აქვთ დაგროვილი!

თუნდაც იმიტომ, რომ თითქმის ყველას „ნაციონალური“ წარსული აქვს;

მთელი თბილისის ტენდერებსაც ყოფილი „ნაც“ ფირმები იგებენ.

ყოფილი მერი კი, რომელიც თავად ფულის ქურდობაზეა ნასამართლები, ახლანდელ მერს აკრიტიკებს.

რატომ? ტენდერით ხომ ისევ თვითონ შოულობენ ფულს და თავად რომ ვერ ანაწილებს და კალაძე „უზის წილში“ იმაზე წყდება გული?!“- აღნიშნავს დავით ჭიჭინაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42