"ხელისუფლება არამხოლოდ თანამშრომლობს, არამედ მჭიდროდ დაკავშირებულია კრიმინალურ სამყაროსთან" - ნიკა მელია
პოლიტიკა - 15:55, 10 Dec, 2019     879
ომბუდსმენის სკანდალურ დასკვნას მწვავე შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას შეფასებით, კრიმინალური ავტორიტეტების პენიტენციალურ დაწესებულებებში გააქტიურება პირველი შემთხვევა არ არის, რადგან ციხეების გარდა, სამართალდამცავი უწყებებიც იგივე მოქმედებებით სარგებლობენ.

"როდესაც ქვეყანას მართავს არაფორმალური მმართველი, იქ ციხესაც მართავენ არაფორმალური კრიმინალური მმართველები ავტორიტეტების სახით, როდესაც საარჩევნო უბნებთან ვხედავთ მოკრიმინალო ელემენტებს სუს-თან თანამშრომლობაში, ეს ხომ შემთხვევით არ ხდება. ხელისუფლება სხვადასხვა დროსა და სივრცეში თანამშრომლობს კრიმინალურ სამყაროსთან, როდესაც გვაქვს შემთხვევები, რომ პოლიციელები აკავებენ მოქალაქეს და მას გადასცემენ კრიმინალებს და ეს კრიმინალები ამ მოქალაქეს კლავენ - რუსთავის შემთხვევა მაქვს მხედველობაში, დიახ, ხელისუფლება არა მხოლოდ თანამშრომლობს არამედ მჭირდროდ არის დაკავშირებული კრიმინალურ სამყაროსთან" - განაცხადა ნიკა მელიამ.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას თქმით, პენიტენციალურ დაწესებულებებში კრიმინალური ავტორიტეტების გააქტიურება ორგანიზებული დანაშაულია, რომლის მთავარი სათავე მთავრობაა.

"მაყურებლების და ქურდების ინსტიტუტი ვერ ჩამოყალიბდება მხოლოდ ციხის ადმინისტრაციის მხარდაჭერით. ეს შეუძლებელია და აქ მინიმუმ ჩართულია პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სუს-ი - ის უწყებები, რომლებსაც, სხვადასხვა მიზეზის გამო, სჭირდებათ ოპერატიული ინფორმაცია, ვიღაცის მართვა, დაკაჩავება და შეგახსენებთ პატიმარ ბუდაღაშვილის საქმეს, რომელიც პირდაპირ იმ მოქმედებების მსხვერპლია, რომელიც ომბუდსმენმა აღწერა წლიურ მოხსენებაში, ეს არის ორგანიზებული დანაშაული, რომლის სათავე არის მთავრობა, მეტიც, ის მთავარი რგოლის სათავეა" - აღნიშნა გიგი უგულავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42