"ნუ წაახალისებთ პროცესებს, რომელიც ქვეყანას ძვირად დაუჯდება"- ჩუგოშვილი ხელისუფლებას აფრთხილებს
პოლიტიკა - 15:49, 10 Dec, 2019     641
პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ყოფილი თანაგუნდელები ღიად გააკრიტიკა და პარლამენტის ტრიბუნიდან თქვა, რომ "ის, რაც შედის პარტიის პრაგმატულ ინტერესში, აღარ შედის ქვეყნის ინტერესში".

უმრავლესობიდან წამოსულმა ჩუგოშვილმა ივანიშვილის გუნდს ოპოზიციასთან დიალოგისკენ მოუწოდა და თქვა, რომ პროცესები ხელოვნურად არის დაძაბული.

"არ ვიზიარებ და არ ვეთანხმები და არ მომწონს ის უკანონო გზები, რომელსაც რიგ შემთხვევაში ოპოზიცია იყენებს პროტესტის გამოსახატავად, თუმცა, უფრო მეტად მეშინია იმ ხელოვნური დაპირისპირებების, რომელიც ბოლო პერიოდში ორგანიზდება და იმ ხელოვნური პროცესების, რომლის შედეგადაც ერთმანეთზე შეჯახება ხდება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების, ახალგაზრდების, პარტიების მხარდამჭერების. ეს არის ძალიან საშიში პროცესი და მინდა გთხოვოთ, რომ იმ გადაწყვეტილებების გამო, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა, ნუ წაახალისებთ პროცესებს, რომელიც შეიძლება ქვეყანას დაუჯდეს ძალიან ძვირად და ნაცვლად ფიზიკური დაპირისპირებისა და ნაცვლად მუშტიკრივისა, გთხოვთ პოლიტიკურად სცადოთ პოლიტიკური პრობლემების მოგვარება. პოლიტიკური გზა კი არის მხოლოდ და მხოლოდ დიალოგი, კომპრომისები და დათმობა. დგება ხოლმე პერიოდი, განსაკუთრებით მმართველი ძალებისთვის, როდესაც ის, რაც შედის პარტიის პრაგმატულ ინტერესში, აღარ შედის ქვეყნის ინტერესში და ყველაზე მნიშვენლოვანი არის, თუ როგორ მოიქცევა ადამიანი, მაშინ როდესაც ეს მომენტი დგება: რაც პრაგმატულად აწყობს პარტიას, აღარ აწყობს ქვეყანას. ყველაზე მნიშვნელოვანი არის, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მმართველი პარტია ამ დროს. ზუსტად შემიძლია გითხრათ, ჩალის ფასიც არ აქვს თანამდებობას თუ შენი პოზიცია ქვეყნის ინტერესებს არ შეესაბამება და არ ემსახურება. ამიტომ ძალიან გთხოვთ, მინდა მქონდეს იმედი, რომ ჯერ კიდევ არის რესურსი დარჩენილი იმისთვის, რომ დაპირისპირებების, ფიზიკური შეჯახებების ნაცვლად დიალოგით, შეთანხმებით და დათმობით მოხდეს ქვეყნის დაწყნარება, დამშვიდება და ეს უპირველად „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა"- მიმართა ჩუგოშვილმა ხელისუფლებას.

თამარ ჩუგოშვილი ასევე გამოეხმაურა ქვეყნაში შექმნილ პროცესებს.

„1 თვის წინ, როდესაც პირველად გაჩნდა ნიშნები, რომ შეიძლებოდა ეს კენჭისყრა ჩავარდნილიყო და ეს ცვლილება არ ყოფილიყო მიღებული, ჩვენ გეუბნებოდით, რამდენიმე რამეს - ჩვენ ვამბობდით, რომ ეს ჩაგდება გამოიწვევდა ძლივს კალაპოტში ჩაყენებული პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადასროლას. გამოიწვევდა უკიდურესად გამწვავებას პროცესების, გეუბნებოდით, რომ უმრავლესობის ეს გადაწყვეტილება გამოიწვევდა საქართველოს მმართველი გუნდის ხელისუფლების მიმართ ნდობის განადგურებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე განსაკუთრებით ჩვენი პარტნიორების მხრიდან და უნდა შეგახსნოთ პარტნიორების ნდობა ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს არ არის ხელწამოსაკრავი რამ, ჩვენ მათზე ვართ ხშირად დამოკიდებულები. ის სისტემა, რომელიც ჩვენ ქვეყანაში გვქვს არის უსამართლო, ეს სისტემა უზრუნველყოფს მარტივ რამეს: მოსახლეობის ნახევარზე ნაკლების მხარდაჭერით, ის აბსოლუტურ ძალაუფლებას აძლევს ერთ პოლიტიკურ ძალას და შესაბამისად, ყველა გადაწყვეტილების უკან, რომელიც ქვეყანაში მიიღება არ დგას მოსახლეობის ნახევარზე მეტი, სწორედ ამიტომ იყო მნიშვნელოვანი და დღესაც მნიშვნელოვანია, რომ მმართველმა ძალამ გაიაზროს რომ სისტემა, რომელზეც წლების განმავლობაში ვიძახდით რომ სტაბილურობითვის იყო საჭირო, სტაბილურობას კი არ უზრუნველყოფს, უზრუნველყოფს ქუჩას, დესტაბილიზაციას და პოლიტიკურ კრიზისებს“ , - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42