"არ ჩამოხვიდეთ 14 დეკემბერს თბილისში! მინდა გითხრათ, რომ ივანიშვილი წინააღმდეგია ამ ღონისძიების" - 20/30 იანელების საგანგებო განცხადება
პოლიტიკა - 13:05, 10 Dec, 2019     4418

20/30 იანელები "ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილ ფართომასტაბიან აქციას საგანგებო განცხადებას ავრცელებენ.

"ვრცელდება ინფორმაცია თითქოს 14 დეკემბერს, თბილისში, პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება” აწყობს ფართომასშტაბიან დემონსტრაციას, რომელიც ეძღვნება ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობას.

სრული პასუხისმგებლობით გვინდა განვაცხადოთ, რომ აღნიშნული ღონისძიება არ არის შეთანხმებული ბ-ნ ბიძინა ივანიშვილთან და მიზნად ისახავს ამ დიდი ქართველი ქველმოქმედის დისკრედიტაციასა და მისი ქართული პოლიტიკიდან ჩამოშორებას.

ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობა უწევს ანბანის მიხედვით და არაფერი აღსანიშნავი ამ ფაქტში არ არის. ამჟამად ამ პოზიციას იკავებს საბერძნეთი, მაგრამ გსმენიათ რომ საბერძნეთში ეს ფაქტი ზარზეიმით აღნიშნულიყოს?

ცხადზე ცხადია რომ ამ დემონსტრაციის რეალური მიზანი დიდი რაოდენობით ადამიანების დედაქალაქში მობილიზაციით ისედაც გაუბედურებული ოპოზიციისთვის ძალის დემონსტრირებაა. ჩვენს ხელთ არსებული უტყუარი ინფორმაციით ბ-ნი ბიძინა წინააღმდეგია პოლიტიკური ბრძოლის წარმოების ასეთი გაცვეთილი გზების. მეტიც, ზუსტად ვიცით რომ უკანასკნელი დღეების განმავლობაში ოპოზიციური პარტიების ოფისების დარბევამ ქართული ოცნების აქტივისტების მზრიდან, მასში მხოლოდ სინანული და ბრაზი გამოიწვია.

ჩვენთვის, ისევე როგორც ბ-ნი ბიძინასთვის, წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება მმართველი პარტია უწყობდეს დემონსტრაციას ოპოზიციას. მეტიც, ეს არის ამ ქვეყანაში არაერთხელ გავლილი გზა, რომელიც ყოველთვის მმართველი პოლიტიკური ძალის მარცხით დასრულა. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2012 წელს, სააკაშვილის რეჟიმმა სწორედ ასეთ გზას მიმართა ბ-ნი ბიძინას წინააღმდეგ - რეგიონებიდან ჩამოიყვანა ხალხი და შეეცადა ბორის პაიჭაძის (ღმერთმა აცხონოს მისი სული) სახელობის სტადიონის გავსება. სტადიონი ღონისძიების დასრულებამდე დაიცალა, ხოლო სააკაშვილმა როგორც დაასრულა - ყველას კარგად მოეხსენება.

განსაკუთრებული შორსმჭვრეტელობა არ სჭირდება იმის დანახვას რა მოჰყვება 14 დეკემბერს თბილისში ხალხის ჩამოყვანას. ბ-ნ ბიძინაზე დაგეშილი პარტიული ტელევიზიები გადაიღებენ უამრავ კადრს, რომლებშიც გამოჩნდება რომ ეს ადამიანები იძულებით ან გარკვეული საფასურის სანაცვლოდ არიან დედაქალაქში მობილიზებული, რაც გამოიწვევს ჩვეულებრივი, პოლიტიკურად არააქტიური მოქალაქეების გულისწყრომას და აუცილებლად ნეგატიურად აისახება ბ-ნი ბიძინას რეიტინგზე მომავალი არჩევნებისთვის.

ყოველივე აქედან გამომდინარე, ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ მოსახლეობას:

არ ჩამოხვიდეთ 14 დეკემბერს თბილისში!

არ აჰყვეთ პროვოკაციას, რომელიც, ჩვენი ინფორმაციით, ,,ქართული ოცნების” შიგნით არსებული ხუნდაძე-ბერაიას დაჯგუფების მიერ არის წამოწყებული!

ამ ადამიანებმა ერთხელ უკვე უღალატეს ბ-ნ ბიძინას, რომდესაც დაივიწყეს ვისი მოყვანილი არიან ქართულ პოლიტიკაში და ფაქტობრივად მთელი დედამიწის დასანახად მატყუარა გამოიყვანეს ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში ერთი ტყუილიც კი არ უთქვამს.

ნუ მიცემთ ამ მოღალატეებს ბ-ნი ბიძინას დისკრედიტაციის მეორე შანსს!

ბ-ნ ბიძინას არაფერში სჭირდება მიტინგებით ძალის დემონსტრირება!

მისი ღვაწლი ფასდაუდებელია და ჩვენ დარწმუნებული ვართ, შესაბამისად იქნება დაფასებული ქართველი ერის მიერ!" - აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42