„ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის ჩამორთმევას მხარს არ დავუჭერ“ - თამარ ჩუგოშვილს „ქართუს“ საქმეზე კითხვები აქვს
პოლიტიკა - 00:59, 10 Dec, 2019     1201
პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ ის არ დაუჭეს მხარს ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის ჩამორთმევას. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მანვე ისიც განმარტა, თუ რატომ დაუჭირა თავის დროზე მხარი მელიასთვის იმუნიტეტის ჩამორთმევას. ჩუგოშვილმა თქვა, რომ ეს იყო რთული საქმე, რომელიც პარლამენტში შეჭრის მცდელობას ეხებოდა. თუმცა „ქართუს“ საქმეზე ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ არსებობს ბევრი კითვის ნიშნები.

„იმუნიტეტის მოხსნა სულ სხვაა. მე მაშინ მივეცი ხმა მისი იმუნიტეტის შეჩერებას იმისთვის, რომ ის კონკრეტული საქმე გამოძიებულიყო და ვინაიდან საქმე იყო ძალიან რთული და პარლამენტში შეჭრასა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ეხებოდა, ამ კონკრეტული დანაშაულის გამოძიებისთვის მის ჩაყენებას რიგითი მოქალაქის მდგომარეობაში მე მაშინ მხარი დავუჭირე და ეს არის ჩემი სრულიად გაცნობიერებული მიღებული გადაწყვეტილება თავის დროზე. რაც შეეხება არა იმუნიტეტის მოხსნას, არამედ მთლიანად მანდატის ჩამორთმევას იმ საფუძვლით, რომელიც ჯერჯერობით არასდროს გამოყენებული არ ყოფილა, მე ვფიქრობ, ეს კიდევ უფრო რთული საკითხია, კიდევ უფრო რთული არჩევანის წინაშე დააყენებს პარლამენტის წევრებს, მით უმეტეს, რომ პირველად ხდება და პრეცედენტი იქნება, ამიტომ ბევრ რამეზე იქნება ეს დამოკიდებული, რა ინფორმაცია მოვა პარლამენტამდე. ბევრი კითხვა უკვე გაჩნდა, ეს არის საქმე, რომელსაც 7 წელი არ უნდა დასჭირვებოდა და ამიტომ კითხვები გააჩინა ამ საქმემ და მარტივი გადაწყვეტილების წინაშე პარლამენტი ნამდვილად არ იქნება. მე ვფიქრობ, რომ მე არ დავუჭერ ამ გადაწყვეტილებას მხარს, თუ დადგება დღის წესრიგში, თუმცა ვიცი, რომ ჯერჯერობით არ დგას“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გამართლდა, მეორე ეპიზოდში - სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში მას გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს და 25 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა. ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის მანდატის შეწყვეტის თაობაზე საკანონმდებლო ორგანომ უნდა იმსჯელოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42