უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრას შესაძლოა ბოიკოტი გამოუცხადო თამარ ჩუგოშვილმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ დატოვა საპარლამენტო უმრავლესობა დავიცე-სკიპერის პოსტი. ამის შესახებ ამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
„საერთოდ არ ვიცი, მივიღებ თუ არა კენჭისყრაში მონაწილეობას, რომ არ მოგატყუოთ, იმიტომ, რომ ჩემს პოზიციას ალბათ ჩამოვიყალიბებ მას შემდეგ, რაც იურიდიული კომიტეტის სხდომას ვნახავ. მე გეტყვით, რომ სულ რამდენიმე ადამიანია, 2-3 ალბათ, რომელმაც, ჩემი აზრით, სწორად, კარგად და ღირსეულად გაიარა ეს პროცესი და რაღაცნაირად ეს განცდა მაქვს, რომ ისეთი რთული პროცესი გაიარეს, იმსახურებენ ეს ადამიანები, რომ ხმა მისცე, მაგრამ მაინც ჩემი მონაწილეობა ამ კენჭისყრაში დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ წარიმართება იურიდიული კომიტეტში პროცესები.
მიჭირს წინასწარ თქმა, უბრალოდ თუ დავინახე, რომ ეს პროცესები ძალიან არასწორად მიდის, შეიძლება არ მქონდეს სურვილი ამ პროცესში მონაწილეობის, თუმცა ეს შეგრძნებებიც მაქვს - რამდენიმე ადამიანმა იმდენად მძიმე პროცესი, იმდენად მძიმე გზა გაიარა, იმდენად ღირსეულად გაართვა თავი, პასუხისმგებლობას მეც ვგრძნობ მათ წინაშე, მაგრამ ვნახოთ“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






