„მოკლედ, ხელისუფლებამ ვერაფერი რომ ვერ მოახერხა, ბოლობოლო, სატელევიზიო რეიტინგის ერთადერთი ვალიდური გამზომი AGB Nielsen კომერციულად ჩამოანგრია და აიძულა, გავიდეს ბაზრიდან. იანვრიდან ბაზარზე რჩება ერთადერთი გამზომი, ტელეკომპანია იმედის რეალურ საკუთრებაში მყოფი კანტარ მედია.
იმ ვითარებაში, თუ
ახალი გამზომის კორპორაციული სქემა და უფლებამოსილებების სისტემა არ იქნება გამოტანილი ღია საჯარო განხილვაზე;
არ იქნება გათვალისწინებული ყველა გონივრული ფილტრი და ბარიერი რეიტინგების გაყალბების შესაძლებლობის გასანეიტრალებლად;
და ეს გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული ყველა ტელევზიის, სარეკლამო სააგენტოს და, ასევე, ყველა წონადი არასამთავრობო ორგანიზაციის მონაწილეობით, და მომავალში ფუნქციონირებას არ გააგრძელებს მათივე მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ,
ჩვენ უარს ვაცხადებთ კანტარ მედიასთან თანამშრომლობაზე და ამისკენ მოვუწოდებთ ყველა ტელევიზიას და სარეკლამო სააგენტოს“ - წერს ნიკა გვარამია.
ცნობისათვის, სატელევიზიო აუდიტორიის გამზომი კომპანიების დამკვეთები არიან ტელევიზიები, სარეკლამო სააგენტოები და მედიასელერები, რომლებსაც რეიტინგების გაზომვა პროგრამირებისთვის და რეკლამის მოსაზიდად სჭირდებათ. სარეკლამო სააგენტოები და მედიასელერები რეკლამის განთავსებას კი სწორედ სატელევიზიო რეიტინგების მიხედვით ახდენენ.
მასალის გამოყენების პირობები






