„ბატონმა თემურიმ კონკრეტულ ადგილებზე ჩარევისგან თავის შეკავება მირჩია“ - ივანიშვილი ბუნების გადარჩენაზე საუბრობს
პოლიტიკა - 20:08, 09 Dec, 2019     1644
ბუნების როლი და მნიშვნელობა კაცობრიობის ისტორიაში - ამ საკითხზე ისაუბრა ბიძინა ივანიშვილმა „ველურ ბუნებასთან“ ინტერვიუში.

„საუკუნეების განმავლობაში ადამიანისა და ბუნების თანაცხოვრება თანაბარზომიერი იყო, ადამიანი სარგებლობდა ბუნებრივი რესურსებით, თუმცა ბუნების თვითაღდგენის უნარი არ ჩამორჩებოდა ადამიანის განვითარებას. ხოლო უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში მსოფლიო მოსახლეობა დაახლოებით ორჯერ გაიზარდა, ხოლო ბუნების არეალი და რესურსები პირიქით მცირდება. სწრაფმა ინდუსტრიალიზაციამ, შესაბამისად წარმოების ზრდამ და ბუნებრივი რესურსების დიდი ოდენობით ათვისებამ განსაკუთრებით დააყენა დღის წესრიგში ბუნების მოფრთხილებისა და მასზე ზრუნვის საკითხი.

ადამიანსა და ბუნებას შორის დაგვერღვა ბალანსი და კაცობრიობა ამას თუ არ მიხედავს მივიღებთ ახალი ტიპის კატასტროფას.

გასაგებია, რომ ცალკეული სახელმწიფოები ზრუნავენ რომ მათი ეკონომიკა გაიზარდოს და დემოგრაფიული მდგომარეობა გაუმჯობესდეს, მათ შორის ჩვენც, მაგრამ შედეგად ვიღებთ ადამიანსა და ბუნებას შორის დისბალანს და გახშირებულ კატასტროფებს.

თანამედროვე მსოფლიოს განვითარება უნდა მოხდეს იმგვარად რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ჩვენი ბუნება მომავალი თაობებისთვის და არსებობის კეთილდღეობა არ შევუზღუდოთ ადამიანს. ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რომლის გარეშეც დემოკრატიული საზოგადოების არსებობა წარმოუდგენელია“ - განაცხადა ივანიშვლმა.

„ქართული ოცნების“ ლიდერმა თქვა, რომ მისმა ოჯახმა იაქტიურა, რომ ამაზონის ტყეების გადარჩენაში წვლილი შეეტანა.

„ამაზონის ხანძრებმა დღეს მთელი მსოფლიო შეძრა, ბევრი სახელმწიფო და ფიზიკური პირი ჩაერთო ამაზონის ტყის ხანძრებთან ბრძოლის საქმეში, მათ შორის ჩვენმა ოჯახმაც იაქტიურა, რათა ჩვენი წვლილი შეგვეტანა მსოფლიოსთვის უმნიშვნელოვანესი ტყის გადასარჩენად.

მე მზად ვიყავი და ეხლაც მზად ვარ აქტიური მონაწილეობა მივიღო ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკში დაზიანებული ტყის მასივების აღდგენის საქმეში. აქვე ავღნიშნავ, რომ საზოგადოებრივი აქტივობა მაღალი იყო, თუმცა ბატონმა თემურიმ შესაბამისი ექსპერტების დასკვნების საფუძველზე ეროვნული პარკის კონკრეტულ ადგილებზე ჩარევისგან თავის შეკავება მირჩია“ - განაცხადა ივანიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42