ხვალ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პირველკურსელები, საზეიმო ვითარებაში მეზღვაურთა ფიცს დადებენ
პოლიტიკა - 19:23, 09 Dec, 2019     2187
10 დეკემბერს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პირველკურსელები, საზეიმო ვითარებაში მეზღვაურთა ფიცს დადებენ.

ფიცის დადების ტრადიცია აკადემიაში უკვე მეოთხე წელია არსებობს. სტუდენტები იღებენ ფიცს, რომ პირნათლად დაკეთილსინდისიერად შეისწავლიან საზღვაო საქმეს,

ღირსეულად გააგრძელებენ აკადემიის ტრადიციებს და

გაუფრთხილდებიან მეზღვაურის პროფესიულ ღირსებას.

ამ დღესვე, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში გაიმართება მემორანდუმზე ხელის მოწერის ცერემონია, აჭარის მთავრობას, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას შორის.

მემორანდუმის მიზანია მეზღვაურთა განათლების ხელშემწყობი ღონისძიებების გატარება საზღვაო აკადემიის სტუდენტებისთვის გემებზე საზღვაო პრაქტიკის უზრუნველყოფის გზით.

2020 წლიდან საზღვაო აკადემიის ყველა კურსდამთავრებული შეძლებს გაიაროს სწავლების შემდგომი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საზღვაო წვრთნა.

არსებული მდგომარეობით საზღვაო პრაქტიკის სავალდებულო ნაწილს სასწავლებლები უზრუნველყოფენ, მაგრამ იმისათვის, რომ სტუდენტებმა გაცილებით უფრო სწრაფად მოახერხონ ოფიცრის პოზიციის დაკავება საჭიროა დამატებით 6 თვიანი პროფესიული პრაქტიკა საერთაშორისო ნაოსნობაში. სწორედ აღნიშნულ წვრთნას დააფინანსებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და აჭარის ა.რ. მთავრობა.

დღეს საქართველო იკავებს მე-13 ადგილს მსოფლიო სახელმწიფოებს შორის ევროკავშირის გემებზე ოფიცერთა შემადგენლობის მიწოდების კუთხით. ქართველ მეზღვაურებს გააჩნიათ ზღვაოსნობისთვის საჭირო უნარები და კვალიფიკაცია მაღალი პოზიციების დასაკავებლად. შესაბამისად სახელმწიფო ერთი მხრივ, მხარს უჭერს საზღვაო განათლების გაძლიერებას, და მეორე მხრივ, ხელს უწყობს მეზღვაურებს სწავლების შემდგომ წარმატებით დასაქმებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42