"როგორც შევპირდით მოსახლეობას, გაზის მოხმარების რეგულაციების ნაწილი გამკაცრებულია, ნაწილი კი საკანონმდებლო ცვლილებებს მოითხოვს" - თურნავა
პოლიტიკა - 18:07, 09 Dec, 2019     672

„პირველ რიგში, მინდა დიდი მწუხარება გამოვხატო გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალბატონის გამო და მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს. ასევე იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი ექიმების დახმარებით, ამ ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი კო მალე დაუბრუნდება თავის ოჯახს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ნაძალადევში, დღეს მომხდარი უბედური შემთხვევის გამო.

მინისტრის თქმით, რაც შეეხება გაზის მომხმარების რეგულაციების გამკაცრებას, რეგულაციების ნაწილი გამკაცრებულია , გაზის ლიცენზიანტი კომპანიები მკაცრად ამოწმებენ ბინებს და ხსნიან თვითნაკეთ და კუსტარულად დამონტაჟებულ მოწყობილობებს.

„რეგულაციების ნაწილი მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილებებს, ეს პაკეტი უკვე შემუშავებულია და გადაგზავნილია მთავრობაში. ამ ეტაპზე მიდის განხილვა, რადგან საკმაოდ კომპლექსური საკითხია, აქვს თავისი სოციალური დატვირთვა და ჩვენ ყველა შედეგი წინასწარ უნდა გავთვალოთ", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას მეტი სიფრთხილისკენ და როგორც საკუთარი, ისე მეზობლების სიცოცხლის გაფრთხილებისკენ.

„კიდევ ერთხელ ვთხოვ მოსახლეობას, რომ ძალიან ფრთხილად მოეკიდონ საკუთარ სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მეზობლების სიცოცხლეს. მინდა გთხოვოთ, რომ ძალიან ფრთხილად მოვეკიდოთ გაზის მოხმარების წესებს , დავიცვათ ეს წესები და არ მივაერთოთ უკვე ერთხელ ჩახსნილი დანადგარი თვითნებუროდ, რომ მომავალში თავიდან ავირიდოთ ფატალური შედეგები", - განაცხადა ნათია თურნავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42