"საქართველოს, როგორც პოსტსაბჭოთა დამყაროს დემოკრატიული ლიდერის სტატუსი საფრთხის ქვეშაა. გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნები, მომიტინგეთა წინააღმდეგ ძალის გამოყენება და მმართველი პარტიის ხელმძღვანელი მილიარდერის პოლიტიკური მანიპულაციები საზოგადოებრივი ნდობის ნგრევას და უფრო მკვეთრ პროტესტს იწვევს. შიდა სტაბილურობა დამოკიდებული იქნება პოლიტიკური დიალოგის ხარისხის გაუმჯობესებასა და თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე 2020 წელს," - ასეთი შესავლით იწყება გამოცემა The National Interest-ში 8 დეკემბერს გამოქვეყნებული მასალა, რომელსაც ხელს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელი დენის კორბოი (1994–1999) და აშშ-ის ყოფილი ელჩები უილიამ ქორთნი (1995-98 წ.წ.) და კენეტ იალოვიცი (1998-2001 წ.წ.) აწერენ.
მათი განცხადებით, დამოუკიდებელმა საქართველომ მიაღწია საგრძნობ პროგრესს, რასაც ხელი შეუწყო მრავალპარტიულმა არჩევნებმა, ძლიერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და თავისუფალმა მედიამ. 2003 წელს ვარდების რევოლუციამ - პოლიტიკური უძრაობის წინააღმდეგ მოწყობილმა მშვიდობიანმა აჯანყებამ დემოკრატიული იმპულსი გააძლიერა, აქხლა ქართველები შეიძლება კვლავ დაიღალონ ცუდი მმართველობითა და გამჭვირვალობის არასებობით. NDI-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა დიდი უმრავლესობა არსებული მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს.
"დემოკრტიული იმპულსი შენარჩუნებული იყო გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე. NDI-ის დამკვირვებლები ხაზს უსვამენ მაღალჩინოსანი სახელმწიფო მოხელეების აგრესიულ, პერსონიფიცირებულ და უპრეცედენტო თავდასხმებს არასამთავრობო სექტორზე, "ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებაზე" და თამაშის არათანაბარ პირობებზე, თუმცა, "ფუნდამენტური უფლება აზრის გამოხატვისა და შეკრებების შესახებ" ძირითადად დაცული იყო. ზოგიერთები ფიქრობდნენ, რომ ეს იყო "წარუმატებელი დემოკრატიის წარუმატებლობა", მაგრამ შეიძლება ეს ასე არ იყოს," - აღნიშნულია სტატიაში.
სტატიაში დაწვრილებით არის აღწერილი "გავრილოვის ღამესთან" დაკავშირებული მოვლენები, მათ შორის მოყვანილია ორი ადამიანისთვის თვალის დაზიანების ფაქტი. ავტორები აღნიშნავენ, რომ ქართულმა ოცნებამ ამის შემდეგ სექტემბერშ გიორგი გახარია დასჯის ნაცვლად დააწინაურა და ამ ფაქტს "ქართული ოცნების გულცივ ნაბიჯს" უწოდებს.
"რა, გამოიწვია დემოკრატიული უკანდახევა?
ერთერთი ფაქტორი არის ბიძინა ივანიშვილის როლი, რომელიც სამშობოში დაბრუნების შემდეგ პოლიტიკით დაკავდა. მან დაარსა და დააფინანსა კოალიცია "ქართული ოცნება", ხოლო 2012 წელს იგი გამარჯვებამდე მიიყვანა. პრემიერ-მინისტრის პოსტზე ხანმოკლე ყოფნის შემდეგ ივანიშვილმა დატოვა თავრობა, თუმცა, კულისებიდან მართავს მას, რაც ზოგიერთ პერსპექტიულ ლიდერებს უძლურ მდგომარეობაში აყენებს. მინისტრები მიდიან და მოდიან ძირითადად მისი "ხუშტურის" შესაბამისად. მათ უმრავლესობას აქვს მისი უსაფრთხოების დაცვის გამოცდილება, ან მისი ნდობით სარგებლობენ.
ნდობის დაცემის კიდებ ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იყო საარჩენო სისტემის რეფორმირების დანაპირების დარღვევა. ივნისის პროტესტების შემდეგ "ქართული ოცნება დათანხმდა, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წარმომადგენლობის სისტემით ჩატარდებოდა და არა არსებული შერეული სისტემით, პარტიული სიებისა და გეოგრაფიულ ოლქებში მაჟორიტარული ხმის მიცემის მეთოდით. ეს სისტემა ხელს უწყობს იმ კანდიდატებს, რომელთაც დიდ რესურსები ან ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურების მხარდაჭერა გააჩნიათ.
ამ სისტემამ კარგად დაფინანსებულ კოალიცია "ქართული ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების საშუალება მისცა. თუმცა, თვის დასაწყისში "ქართულ ოცნებას" არ ეყო ხმები, რომ მიეღო მის მიერვე შეთავაზებული ცვლილებებლი მომავალი წლის საპარლამენტო არჩენებისთვის. ბევრი დამკვირვებელი ივანიშვილს გადაწყვეტილების შეცვლაში ადანაშაულებს. იმედგაცრუებული მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა და პოლიციამ ხალხის დასაშლელად კვლავ გამოიყენა უხეში ძალა, მათ შორის წყლის ჭავლი.
მესამე ფაქტორია ეკონომიკური იმედგაცრუება. მიუხედავად ბოლო ათწლეულში მდგრადი, საშუალოდ 4,5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლისა, ხალხის შემოსავლების არათანაბრობა სახეზეა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროგრესი შეჩერდა. წარმოდგენა, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება გაიზარდა. NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად ძირითად პრობლემებად ეკონომიკური პრობლემები რჩება: სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა, ინფლაცია და სიღარიბე. რესპოდენტების 21 პროცენტი აცახდებს, რომ უმუშევარია, სამსახურს ეძებს. იმის ნაცვლად, რომ პოლიტიკა შეიმუშავოს, რომელიც დაფუძნებული იქნება ძირეულ მიზეზების აღმოფხვრაზე, მთავრობა უცხოელ "განტევების ვაცებს" ეძებს.
მასშტაბური და ხანგრძლივი პროტესტები ასახვს ხალხსა და ხელისუფლებას შორის უფსკრულის ზრდას." - ნათქვამია სტსტიაში.
ელჩები ხელისუფლებას პირობის შესრულებასა და პოლიტიკურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგისკენ მოუწოდებენ. მათი აზრით, მსგავსმა სიტუაციებმა სხვა ქვეყნებში მძიმე სედეგები გამოიწვია და "ხელისუფლებამ საუთარ თავში უნდა ჩაიხედოს, რათა ეს საქართველოშიც არ განმეორდეს". მათი აზრით, თუ ხელისუფლება უხეშ ძალის გამოყენებას განაგრძობს, პროტესტი კიდევ უფრო გაიზრდება.ელჩების აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირისა და ნატოს საწინააღმდეგო უწყვეტი პროპაგანდა ამ "ბზარებს" იყენებს, გამოკითხვების თანახმად მოსახლეობის 78 და 71 პროცენტი შესაბამისად ევროკავშირისა და ნატოს წევრობის მომხრეა.
"საქართველომ თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოდ ჩამოყალიბების დიდი გზა გაიარა. მომავალ წელს მას შესაძლებლობა აქვს განაახლოს თავისი დემოკრატიული მისწრაფებები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩარტარების მეშვეობით. ეს შეამცირებს არალიბერალური პოლიტიკური სისტემისაკენ დაქანების ყველა რისკს.
დასავლეთს შეუძლია დაეხმაროს, თუ ხაზს გაუსვამს დემოკრატიული მოქმედებების სასწრაფოდ განხორციელებას და მათ აუცილებლობას საქართველოს შიდა ინტერესებისათვის და არა როგორც ბალანსის ნაწილს რუსეთთან მიმართებაში," - აცხადებენ ელჩები წერილის ბოლოს.
წყარო: https://nationalinterest.org/feature/damage-done-georgias-effort-embrace-democracy-failing-102957მასალის გამოყენების პირობები






