"გახარიამ ბახტაძის კადრების წმენდა დაიწყო"- ოპოზიცია
პოლიტიკა - 16:06, 09 Dec, 2019     1467

ოპოზიციაში ააცხადებენ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მისი წინამორბედის, მამუკა ბახტაძის კადრებზე ნადირობა დაიწყო.

ხელისუფლების ოპონენტები საპენსიო სააგენტოს თავმჯდომარის მიერ თანამდებობის დატოვებაზე ამახვილებენ ყურადღებას.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომან გოცირიძის შეფასებით ლევან სურგულაძე "წესიერი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა" და შესაძლოა მან ზეწოლას ვერ გაუძლო.

„ეს ბახტაძის კადრი იყო და არ იყო გახარიას კადრი. ტოვებდა წესიერი კაცის შთაბეჭდილებას. არაა გამორიცხული თავის ნებით წასულიყო, რადგან არ ეთანხმებოდა იმ ზეწოლას, რაც თანხების განთავსებას ეხებოდა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრს გიგი წერეთელს კი მიაჩნია, რომ სურგულაძის წასვლა კითხვებს აჩენს რეფორმის სტაბილურობასთან დაკავშირებით.

„საპენსიო რეფორმის ამ პროცესში დირექტორის გადადგომა ძალიან ბევრ კითხვას აჩენს და პირველ რიგში კითხვებს აჩენს რეფორმის სტაბილურობასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტიდან, ეს გადაწყვეტილება ადეკვატური არაა“, - განაცხადა წერეთელმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რომან კაკულია იმედოვნებს, რომ სურგულაძის თანამდებობიდან წასვლა, მისი პირადი გადაწყვეტილება იყო.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სააგენტოა, რომლის წარმატებულ ფუნქციონირებაზეცაა დამოკიდებულია მნიშვნელოვნა ჩვენი გუნდის სამომავლო ხედვის ნდობის საკითხი. იმედია პირადი მოტივაციაა და არა რაიმე ისეთი, რაც საფრთხეს უქმნის სააგენტოს საქმიანობას“, - განაცხადა კაკულიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42