"გარკვეულ ტენდერებს მაღალჩინოსანთა ნდობით აღჭურვილი პირები იგებენ" - მუნიციპალიტეტებში შესაძლო კორუფცია
პოლიტიკა - 16:10, 09 Dec, 2019     660

„ახალი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი თამთა შამათავა, მუნიციპალიტეტებში შესაძლო კორუფციის ფაქტებზე საუბრობს. როგორც ის აღნიშნავს, რამდენიმე მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა შემთხვევა იმის შესახებ, რომ გარკვეულ ტენდერებს, რომელიც მაღალბიუჯეტიანია მაღალჩინოსანთა ნდობით აღჭურვილი პირები იგებენ. „ახალ საქართველოში“ ფიქრობენ, რომ საქმე საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვას ეხება, რის გამოც ისინი აუდიტის სამსახურს ინფორმაციის გადამოწმებისკენ მიმართავენ, წინააღდეგ შემთხვევაში კი საქმეში პროკურატურის ჩართვასაც არ გამორიცხავენ.

„მუნიციპალიტეტების მაღალჩინოსნები დროს არ კარგავენ და შეძლებისდაგვარად ანიავებენ საბიუჯეტო სახსრებს. საუბარია ერთ პირთან მოლაპარაკების გზით დადებულ მრავალათასიან ხელშეკრულებებზე. მუნიციპალიტეტების მერები ყოველგვარი ტენდერების და შეჯიბრებითობის პრინციპის გვერდის ავლით, პირდაპირ უფორმებენ შპს-ებს ან კერძო პირებს მრავალათასიან ხელშეკრულებებს. ხელშეკრულების საგანი ძირითადად გახლავთ სოფლებში გზების დაგება ან სკოლების ეზოების შემორაგვა. მოგეხსენებათ, რომ გამარტივებული შესყიდვა (ეპმ) გამართლებულია იმ შემთხვავში, თუ არის გადაუდებელი აუცილებლობა, ფორსმაჟორი.ტენდერებს ერთ პირთან მოლაპარაკების გზით იგებს მხოლოდ და მხოლოდ მაღალჩინოსნების ნდობით აღჭურვილი პირები. ეს არ არის ერთეული შემთხვევა, ეს ხდება მასობრივად თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში. სურათის უკეთ აღსაქმელად მოგიყვანთ რამდენიმე მაგალითს: ხონში შპს ჯ და ჯ-ს დაუდეს 55,900 ლარის ხელშეკრულება, ასევე, როსტომ ჩანქსელიანს 34,995 ლარის კონტრაქტი, შპს ხვამლი -XXI- 96 ათას 555 ლარი და ა.შ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომიდნარე, საქმე სულ მცირე საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვასთან გვაქვს. დიდი დაფიქრება არ უნდა, რომ საქმე გვაქვს ძალიან პრობლემურ საკითხთან, ე.წ ,,ატკატებთან“ და ამ მრავალათასიანი, ჯამში მილიონიანი კონტრაქტების უკან, დიდი ალბათობით კორუფციული გარიგებები დგას. შესაბამისად, მივმართავთ აუდიტის სამსახურს, დაუყოვნებლივ შეისწავლოს აღნიშნული საკითხი, რამდენად იყო აუცილებლობა ერთ პირთან ოლაპარაკებით ამ სამუშაოების შესრულების , რა ფორსმაჟორთან გვქონდა საქმე. აუდიტის დასკვნების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში მივმართავთ საქართელოს პროკურატურას“- აცხადებს „ახალი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა თამთა შამათავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42