ნაძალადევის რაიონში, ლოტკინის ხევის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა
პოლიტიკა - 16:05, 09 Dec, 2019     659

ნაძალადევის რაიონში, ლოტკინის ხევის ქუჩაზე გზა კაპიტალურად შეკეთდა. პროექტის ფარგლებში, 223 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო, აშენდა გრუნტის დამჭერი კედლები და 2 863 კვ.მ ფართობზე გზის საფარი დაიგო - ქუჩის ძირითად ნაწილზე ბეტონი, გარკვეულ მონაკვეთზე კი ასფალტის გზა მოეწყო.

რეაბილიტირებული ქუჩა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად დაათვალიერა.

„70-იანი წლების შემდეგ ლოტკინის ხევის ქუჩა კაპიტალურად არ შეკეთებულა. იყო ძველი მიწისქვეშა კომუნიკაციები და დაზიანებული გზის საფარი. ძალიან რთული რელიეფია, რის გამოც პროექტის დასრულება დროში გაიწელა. ქუჩის რეაბილიტაციის პროცესში, სამწუხაროდ, ორმა კომპანიამ ვალდებულებები ვერ შეასრულა, რამაც ასევე გამოიწვია სამუშაო პროცესის გახანგრძლივება. გამგეობამ ამ კომპანიების მიმართ კანონის შესაბამისად იმოქმედა და ქუჩის რეაბილიტაცია უკვე სხვა კომპანიამ დაასრულა. მოსახლეობას რთულ პირობებში უწევდა გადაადგილება, თუმცა საბოლოო შედეგი ძალიან კარგი გვაქვს. ადგილობრივი მცხოვრებლები უკვე მთლიანად კეთილმოწყობილი გზით სარგებლობენ“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.

გამგეობის მიერ გზის შეკეთების დაწყებამდე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყალსადენის და წყალარინების მოძველებული ქსელები ახლით შეცვალა.

აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 245 624 ლარი დახარჯა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42